Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დემოკრატია ის არ არის, რომ მე მხოლოდ ჩუმად უნდა ვიყო!"


18 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მამუკა ანდღულაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გამოკვლევაზე "ქართული ნეონაციზმის ანატომია", რომელიც მიზნად ისახავს იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირების მცდელობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ ძალადობითა და აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ხშირ შემთხვევაში არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან, ამიტომ სია, შესაძლოა, გაცილებით ვრცელი იყოს. მართალია, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ ხდება, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. "ძალადობრივი ნეონაცისტური მოძრაობა გიზღუდავს არეალს", - ამბობს მამუკა ანდღულაძე. გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გადის იქ, სადაც ის გადადის ძალადობისკენ მოწოდებაში, ძალადობაში, მყისიერი საფრთხის შექმნაში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლაპარაკობს რუსეთის "რბილ ძალაზე", მის თანხვედრაზე ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათი მხარდამჭერების პოზიციებსა და შეხედულებებთან, კავშირებზე კონკრეტულ პირებთან.

მამუკა ანდღულაძე ნეონაციზმზე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:34 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG