Accessibility links

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა არქივის ელექტრონული კატალოგი შექმნა


ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა არქივის ელექტრონული კატალოგი შექმნა
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:22:38 0:00

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ორწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა ცენტრში დაცული ხელნაწერების არქივის ელექტრონული კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც 14 მაისს გაიმართება. ამ პროექტის მიზანია ცენტრში დაცული მასალის კვლევის გაადვილება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მარტივად შეარჩიონ მათთვის საინტერესო დოკუმენტი. ელექტრონული კატალოგი 20-მდე მონაცემის მიხედვით ძებნის საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის ბაზაში შეყვანილია 500-მდე ერთეული. ელექტრონულ კატალოგზე მუშაობის პროცესი გრძელდება და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთანაც, მათთან დაცული მასალის ბაზაში ასახვისთვის. ამგვარად, ელექტრონული კატალოგი პერსპექტივაში იქცევა ერთიან პორტალად. ცენტრის არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები - მანუჩარ გუნცაძე და ბაჩო კეკელია „დილის საუბრებში“ აღწერენ კატალოგზე მუშაობის პროცესს:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG