Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი!"


"ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი!"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:22 0:00

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ჩაერთო ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის საქმის გამოძიების პროცესში. ორგანიზაციის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მონაწილეობს 13 მარტს დაწყებულ ექსპერტიზაში. „ემპათიის“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ, მისი ცენტრი ჩაატარებს კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით. „სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა არ არის ჯერჯერობით გადმოცემული. სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ ყოფილა. ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, ყელის მიდამოში აღენიშნება სტრანგულაციური ღარი, ასევე რამდენიმე სისხლნაჟღენთი, კიდევ სხვა, შეიძლება ძველი დროის, დაზიანებები. ყოველ შემთხვევაში, დასკვნა იქნება წარმოდგენილი. აღებულია დამატებით ქსოვილოვანი მასალა კვლევებისთვის და შემდგომში უკვე „ემპათია“ ვარაუდობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარებას სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტების მონაწილეობით, რაც, ვფიქრობთ, მიგვიყვანს სწორ დასკვნამდე“. რა მდგომარეობაშია გვამი და რა პერსპექტივა აქვს ძიებას? „რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორგანოები ადგილზეა და მასალა აღებულ იქნა ყველა შესაძლო დაზიანებული უბნიდან და ასევე ორგანოებიდან. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით, პრაქტიკულად ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არის რუსეთის მხარე, კერძოდ - მათი სამხედრო ნაწილი, სადაც მოხდა ეს ფაქტი, რაც, როგორც მინიმუმ, არაადამიანური, არასათანადო მოპყრობის დასტური შეიძლება იყოს, ვინაიდან ყველა საერთაშორისო სტანდარტით, პასუხისმგებელი თავისუფლებააღკვეთილ ადამიანზე არის ის ე.წ. დაწესებულება, სადაც ეს ფაქტი ხდება. ასე რომ, ეს იყო სუიციდი, თუ რაიმე სხვა, ამას, რა თქმა უნდა წინასწარ უძღოდა რაღაც გარემოებები, რამაც ეს ადამიანი მიიყვანა სუიციდის ფაქტამდე, თუკი ეს იყო სუიციდი“. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ „ემპათია“ შეეცდება მოიპოვოს ყველა სახის იურიდიული და სამედიცინო მტკიცებულება, რაც საჭირო იქნება ექსპერტიზისთვის. ორგანიზაცია აპირებს ყველა საშუალება, მათ შორის - საერთაშორისო ფორმატები გამოიყენოს ინფორმაციისა და მასალის მისაღებად. ამავე დროს, ის ფიქრობს, რომ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის საქმეს იგივე პერსპერტივა ექნება, რაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემთხვევაში მოხდა - თუ რუსეთის ხელისუფლება ადეკვატურად არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა. „თუ რუსეთის ფედერაცია არ ითანამშრომლებს ადეკვატურად, საქმე ისევ მივა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, უკანონო პატიმრობას და არასათანადო მოპყრობას პატიმრობაში, რის შედეგადაც დადგა ადამიანის სიკვდილი“. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ის დაარეგისტრირა. შემდეგი იქნება კომუნიკაციის ეტაპი, რომელიც იქნება გადამწყვეტი. გრძელდება საქმის გამოძიება ადგილზეც: „ადგილობრივ დონეზეც მიმდინარეობს გამოძიება. სასამართლოში ჩვენი ექსპერტების მხრიდან მიცემული იქნა ჩვენებები და ახსნაგანმარტებები დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც მომზადებულია ცენტრ „ემპათიის“ მიერ და ამ დასკვნის მიხედვით, სწორედ დასტურდება, რომ არჩილ ტატუნაშვილი სხვადასხვა მეთოდით იქნა ნაწამები, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება“. მარიამ ჯიშკარიანი კრიტიკულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ და თვლის, რომ ის არაადეკვატურია: „ვფიქრობ, სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არის სათანადო, არ არის სიტუაციის ადეკვატური და შესაბამისად, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდანაც პასუხი ამ საკითხებზე არის არაადეკვატური. თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა არსებობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან მიმართებით და უსაფრთხოებასთან მიმართებით და ეს საკითხები უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. ვფიქრობ, არასაკმარისად ეთმობა ამას ყურადღება, ან ამ საკითხებში არ არიან ჩართული სათანადო პროფესიონალები. ჩვენ რაღაცნაირად შევეგუეთ და დაგვიქვეითდა აღქმის უნარი იმასთან დაკავშირებით, რომ 21-ე საუკუნეშიჩვენს მოქალაქეებს ყოველდღე იტაცებენ. ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ჰგავს შუასაუკუნეების ლეკიანობის მოვლენებს. ხდება გამოძალვა, ზოგის ცემა, ზოგთან არაადამიანური მოპყრობა, უკვე მერამდენე ფაქტია ადამიანის სიკვდილის და ეს თითქოს ჩვეულ მოვლენად იქ

XS
SM
MD
LG