Accessibility links

DCFTA არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში იყოს მიღწეული მაღალი ხარისხის წარმოება


DCFTA არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში იყოს მიღწეული მაღალი ხარისხის წარმოება
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:52:47 0:00

უკვე მეხუთე წელია ქართველი მწარმოებლებისთვის ევროკავშირის ბაზარზე პროდუქცის ექსპორტი უფასოა. ამის საფუძველია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული „შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA). თითქოს, სხვა რაღა უნდა სჭირდებოდეს მეწარმეს სტიმულისთვის, როცა მისთვის იხსნება 28 ქვეყნის ბაზარი და ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი მისაწვდომი ხდება? „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პროექტის ოფიცერი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ნათია დაღელიშვილი ამბობს, რომ შეთანხმების ამოქმედებას ჰქონდა მყისიერი ეფექტი, პირველივე წელიწადს, შემდგომში კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა მცირედით, საშუალოდ 3-5%-ით იზრდება. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა პროექტს − „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ აქცენტი მცირე და საშუალო საწარმოებზე გაკეთდა. ნათია დაღელიშვილი განმარტავს, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა გამოწვევა: „არის ტექნიკური ბარიერები - სტანდარტის, ხარისხის მოთხოვნა, რაც საკმაოდ რთულია ქართველი მეწარმეებისთვის და განსაკუთრებით რთულია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. გამოწვევები, რაზეც დღეს აქცენტს გავაკეთებთ, პრაქტიკულად არ ეხება მსხვილ ბიზნესს. ისინი ისედაც წლების განმავლობაში ნერგავდნენ სტანდარტებს და შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე“. „დილის საუბრების“ სტუმარი განმარტავს DCFTA-ს როგორც შესაძლებლობას: „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ევროკავშირთან არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ განახორციელოს რეფორმები, სექტორებმა მოახდინონ მოდერნიზაცია და ქართული წარმოშობის პროდუქტი ეტაპობრივად დაუახლოვდეს იმ უმაღლესი ხარისხის სტანდარტს, რასაც იყენებს და მიჩვეულია ევროკავშირის მოსახლეობა - ძალიან დიდი ბაზარი 502 მილიონზე მეტი მომხმარებლით. DCFTA არ არის შეთანხმება, რომელიც ძალიან მალე აისახება სტატისტიკაში და გუშინ რომ ხელი მოვაწერეთ, დღეს უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ექსპორტი გაიზარდოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. DCFTA არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში იყოს მიღწეული მაღალი ხარისხის წარმოება, იმის მიუხედავად პროდუქცია ექსპორტისთვის არის გამიზნული თუ ადგილობრივი ბაზრისთვის”. ამ შეთანხმებამდე საქართველოში წარმოებული რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქცია სარგებლობდა შეღავათიანი სისტემით - GSP+-ით, რითაც ასევე უფრო ეფექტიანად ისარგებლა მსხვილმა ბიზნესმა. ორი წლის წინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დასაწყისშივე „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევრები აღმოჩნდნენ იმ რეალობის წინაშე, რომ DCFTA-ს შესახებ ცოდნა მეწარმეებს შორის იყო ძალიან დაბალი. მათ საგანგებოდ გამოიკვლიეს საექსპორტო პოტენციალის მქონე საწარმოების მზაობა - დაეკმაყოფილებინათ ევროკავშირის სტანდარტები. ნათია დაღელიშვილი არსებულ რეალობას ასე აღწერს: „ფერმერებს არ აქვთ წვდომა ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებებზე. სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, რომ სრულად მოიცვას საინფორმაციო კამპანია. არსებობს DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი, სულ ხუთია მთელ საქართველოში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც მეტნაკლებად ფარავენ საჭიროებას. არ არის ჯერ გამართული დიალოგი სახელმწიფოსა და მცირე მეწარმეს შორის“. GIP-ის წარმომადგენელი ლაპარაკობს კიდევ ერთ გამოწვევაზე, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს DCFTA-ს ეფექტიანობას: „ევროკავშირის ბაზრის გახსნა არის ექსპორტის როგორც სასაქონლო, ისე გეოგრაფიული ნიშნით დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ჩვენდა სამწუხაროდ, ბიზნესის მთავარი ლოგიკაა, რომ მიისწრაფის მოგების მაქსიმიზაციისკენ. შეიძლება, ზოგიერთს ისევ რუსეთის ბაზარი ერჩიოს, ვინაიდან არსებული პროდუქცია კაგრად იყიდება რუსეთის ბაზარზე და ევროკავშირის ბაზარი უფრო მაღალ სტანდარტს ითხოვს. სახელმწიფოს ერთადერთი შეუძლია წაახალისოს წარმოების მოდერნიზაცია“. ნათია დაღელიშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალი არის ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში მეწარმეებს სწორედ ეს უნდა ჰქონდეთ მიზნად. პრობლემებს შორის GIP-ის წარმომადგენელი ასახელებს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტს, მოძველებულ ტექნოლოგიებს. ნათია დაღელიშვილი წარმოების პროცეს

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG