Accessibility links

რა უნდოდათ რუს სამხედროებს ცხინვალის რეგიონში?


რუსეთის ტანკები ცხინვალში, 2008 წლის 20 აგვისტო

რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინისთვის სულ ერთი იყო სამხრეთ ოსეთის ბედი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი პრეზიდენტის ზურგს უკან გვგულშემატკივრობდა, - ასე იხსენებს ე.წ. დაგომისის ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ მოვლენებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის იმდროინდელი ინფორმაციის მინისტრი სტანისლავ კოჩიევი. ორშაბათს ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე კოჩიევმა წარსული უკმაყოფილებაც გაიხსენა და საიდუმლოც გათქვა. რას ნიშნავდა საქართველოსთვის 26 წლის წინ, 1992 წლის 24 ივნისს, სოჭში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც დაგომისის შეთანხმების სახელით არის ცნობილი, იყო თუ არა სხვა გამოსავალი ცხინვალის რეგიონში სისხლისღვრის დასასრულებლად და რა შეცდომა დაუშვა ქართულმა მხარემ?

ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი, 1994 წელი
ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი, 1994 წელი

სტანისლავ კოჩიევი იხსენებს, რომ 26 წლის წინ დაგომისში, მოლაპარაკებების მაგიდასთან, სამხრეთ ოსეთის დელეგაციას საქართველოს დელეგაციის გვერდით მიუჩინეს ადგილი, თითქოს სიტუაციაც დაიძაბა, თუმცა ბოლოს პრობლემა სკამების გადაადგილებით გადაიჭრა.

სტანისლავ კოჩიევი
სტანისლავ კოჩიევი

იმხანად ინფორმაციის მინისტრს, შემდეგ - ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარესა და დღემდე რუსეთთან შეერთების სურვილით აღვსილ კომუნისტს, სტანისლავ კოჩიევს, ისიც ახსოვს, რომ დაგომისის შეხვედრაზე აშკარა იყო დაპირისპირება რუსეთის დელეგაციის რიგებში, ხოლო იმდროინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი მათდამი გულგრილობით გამოირჩეოდა.

please wait

No media source currently available

0:00 0:00:52 0:00
Direct link

ბორის ელცინისგან განსხვავებით, სტანისლავ კოჩიევი მადლიერებით იხსენებს ალექსანდრ რუცკოის, რუსეთის იმდროინდელ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ოსური მხარის დახმარებას პრეზიდენტ ელცინის ზურგს უკან ცდილობდა და ოსებს მთელი პოლკის მიშველებას ჰპირდებოდა. 26 წლის შემდეგ კოჩიევმა რუცკოის საიდუმლოც გასცა, როგორც თავად ამბობს, ისტორიის გაყალბებასთან ბრძოლის მიზნით.

please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
Direct link

ალექსანდრ რუცკოის დაპირების მიუხედავად, როგორც კოჩიევი ამბობს, 2000-კაციანი პოლკის ცხინვალის რეგიონში შეყვანის გეგმა იმის გამო ჩაიშალა, რომ ინფორმაცია იმხანად საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის, ყურამდე მივიდა. საბოლოოდ, მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში 350-კაციანი შემადგენლობით 7-ის ნაცვლად, 14 ივლისს შევიდნენ და 7-დღიანმა დაგვიანებამ უფრო დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტი1990 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 1992 წლის ივნისში, როდესაც სოჭის (ე. წ. დაგომისის) შეთანხმებას მოეწერა ხელი, ედუარდ შევარდნაძე რუსეთიდან საქართველოში სულ ახალი დაბრუნებული იყო.

Reuters-ის მიერ მომზადებული ვიდეო ედუარდ შევარდნაძეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:15 0:00

1992 წლის დაგომისის შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია, რომელსაც რუსული აბრივიატურით ესკაკა-თიც მოიხსენიებდნენ, და შეიქმნა ასევე შერეული სამშვიდობო ძალები, ქართული, ოსური და რუსული ბატალიონების შემადგენლობით. ეს იყო გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევი სწორი სვლა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 1992 წელს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდა. ის ფიქრობს, რომ ე.წ. დაგომისის შეთანხმებამ რეალურად იმუშავა:

სწორედ დაგომისის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიეცა რუსეთს საშუალება, რომ ჯერ მოერგო, ხოლო შემდეგ განემტკიცებინა საქართველოსთვის სახიფათო როლი - ე. წ. მშვიდობისმყოფლის როლი საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე ფიქრობს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე, რომელიც 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში იყო.

თამარ ჩხეიძე
თამარ ჩხეიძე

სამშვიდობო ძალების შერეული ფორმატის მიუხედავად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას რუსი სამხედროების ცხინვალის რეგიონში ჩაყენების გადაწყვეტილება იმთავითვე წამგებიან სვლად მიაჩნდა. თამარ ჩხეიძე ფიქრობს, რომ, რუსეთის იმდროინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო ქართულ მხარეს არ დაეშვა ამ საკითხის ჩადება დაგომისის შეთანხმებაში.

Direct link

ცხინვალის რეგიონში სამშვიდობოების სახელით მოქმედი რუსი სამხედროების სახიფათო როლი და მიზნები, თამარ ჩხეიძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ადრინდელი უშედეგო მცდელობების შემდეგ, დაგომისის შეთანხმებას საქართველო, საბოლოოდ, სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გამოეთიშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG