Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციური რეფორმა ხმაურიანი პიკეტების თანხლებით


სასამართლოს ბლოკირება ერევანში. 20 მაისი, 2019 წ.
სასამართლოს ბლოკირება ერევანში. 20 მაისი, 2019 წ.

სომხეთის პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რადიკალურად შეცვლის მოწოდებით გამოვიდა ორშაბათს იმ ფონზე, როდესაც მისმა მომხრეებმა სასამართლოების ბლოკირება დაიწყეს ქვეყნის მთელი მასშტაბით.

ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა იქცეს „სომხეთის რევოლუციის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვან“ ეტაპად.

სომხეთის პოპულარული ლიდერი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2018 წლის აპრილ-მაისის სახალხო მღელვარების შედეგად მოექცა, დარწმუნებულია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში სომხეთში ჩამოყალიბდა ხელისუფლების ლეგიტიმური საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები, მაშინ როცა სასამართლო სისტემა „ყოფილი კორუმპირებული მთავრობის“ გავლენის ქვეშ რჩება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აღშფოთება მოჰყვა ერევნის სასამართლოს შაბათის გადაწყვეტილებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის, პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

რობერტ კოჩარიანის სასამართლო პროცესი
რობერტ კოჩარიანის სასამართლო პროცესი

ერევნის სასამართლომ 18 მაისს გამოაცხადა, რომ 64 წლის ქოჩარიანი, რომელიც დეკემბრის შემდეგ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, გათავისუფლდება, რადგან მთიანი ყარაბაღის ლიდერები მას თავდებში ჩაუდგნენ გარანტიით, რომ სასამართლოს განახლებისას ქოჩარიანი სხდომაზე გამოცხადდება.

სომხეთის რევოლუციური ხელისუფლების მოლოდინი არ გამართლდა და სასამართლო სისტემა შიგნიდან ვერ გარდაიქმნა დამოუკიდებელ და კორუფციისაგან თავისუფალ სტრუქტურად, რასაც, ფაშინიანის თქმით, „ქირურგიული ჩარევა“ ესაჭიროება.

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი, კერძოდ, აცხადებს, რომ მოსამართლეებმა უნდა გაიარონ „შემოწმების პროცესი“, რომელიც დაადგენს, შეუძლიათ თუ არა მათ დამოუკიდებელ მოსამართლეებად მუშაობა.

ფაშინიანის მოწოდებას, მოეხდინათ სასამართლოების შესასვლელების ბკოლირება, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა პიკეტებში მონაწილე მოქალაქეებს კანონის დაცვა მოსთხოვა.

გარდა ამისა, თანამდებობა უნდა დატოვოს ყველა მოსამართლემ, რომელთა მიერ გამოტანილი განაჩენები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული. „ასევე უნდა გადადგეს ყველა ის მოსამართლე, რომელსაც არ შეუძლია იყო დამოუკიდებელი“, - განაცხადა ფაშინიანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მის ინიციატივას ფართო სახალხო მხარდაჭერა ექნება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის გეგმის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გარდამავალი პერიოდი ერთ ან ორ თვეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც, ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობა მზად არის წავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე და, თუ საჭირო გახდა, უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება.

ფაშინიანის მოწოდებას, მოეხდინათ სასამართლოების შესასვლელების ბკოლირება, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა პიკეტებში მონაწილე მოქალაქეებს კანონის დაცვა მოსთხოვა.

მალევე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე, მომიტინგეებმა შეწყვიტეს სასამართლოების პიკეტირება.

ოპონენტების პასუხად, ნიკოლ ფაშინიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ყველა საჭირო რეფორმა დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და განხორციელდება შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან კოორდინაციით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG