Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმაურებიან ფეისბუკის მომხმარებლები ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმებას


„ფეისბუკის“ გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა 400-ზე მეტი დაუკავშირებელი ქსელი, გვერდი და ჯგუფი „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო, მისი ქართველი მომხმარებლები აქტიურად, მათ შორის, იუმორითა და ირონიით ეხმაურებიან:

„ფეისბუკის“ მიერ 20 დეკემბერს გაუქმებული ქართული ანგარიშების რიცხვი 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

„ფეისბუკის“ განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ფეისბუკის“ გამოძიების თანახმად, იმ გვერდების რეკლამირებაში, რომლებიც სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურ პოსტებს ავრცელებდნენ, 316 000 დოლარი დაიხარჯა.

ფეისბუკსკანდალს „ქართული ოცნება“ ამ დრომდე არ გამოხმაურებია. კომენტარებს თავს არიდებენ პარტიის წევრებიც.

XS
SM
MD
LG