Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცემენტს აწარმოებენ საქართველოში?


საქართველოში წარმოებული ცემენტის მხოლოდ 43 პროცენტი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს - ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს ცემენტის ასოციაციის მეოთხე ფარულმა ტესტირებამ.

ტესტირება 2018 წლის ივნისში ჩატარდა. შეფუთული ცემენტის 21 სახეობიდან 5 სხვადასხვა კომპანიის 9 პროდუქტმა დააკმაყოფილა წაყენებული მოთხოვნები, 9 ნიმუში პრაქტიკულად უვარგისად ჩაითვალა, დარჩენილი სამი კი ლაბორატორიამ საშუალო ხირისხისად მიიჩნია. ცემენტის ნიმუშები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიამ შეისწავლა. როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვიტალი დვალიშვილი ამბობს, ბაზარზე ასეთი საქონლის არსებობა, ზოგადად, საგანგაშოა და მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში მოტყუებული რჩება. საუბარია ძირითადად საცალო ვაჭრობაში მოხვედრილ ცემენტზე, რომელიც შეფუთული სახით იყიდება. რაც შეეხება მსხვილ მშენებლობებს, ვიტალი დვალიშვილი განმარტავს, რომ მშენებლობის სექტორში დასაქმებული დეველოპერული კომპანიები მოიხმარენ არა ცემენტს, არამედ ბეტონის ქარხნებიდან შესყიდულ მზა ბეტონს:

ვიტალი დვალიშვილი ცემენტის ხარისხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოებული ცემენტის ნახევარზე მეტი ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს, ცემენტის ასოციაციაში პოზიტიურ ძვრებზეც ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ, 2017 წლის დეკემბრის ტესტირების შედეგებთან შედარებით, ცემენტის ხარისხი, ბოლო ტესტირების მონაცემებით, 10-ზე მეტი პროცენტითაა გაუმჯობესებული. კერძოდ, დეკემბრის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ სტანდარტს მხოლოდ 31 პროცენტი აკმაყოფილებდა. 2017 წლის აპრილში ნიმუშების 32 %-მა მიაღწია საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, 2017 წლის ივლისში კი, სამშენებლო სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში, ზღვარი მხოლოდ 15 %-მა გადალახა. რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ცემენტის შეძენისას? ცემენტის ასოციაციის ხელმძღვანელი პოლ როძიანკო მას ურჩევს გადაწყვეტილებას მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით ნუ მიიღებს:

პოლ როძიანკო ცემენტის ხარისხის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

მთლიანობაში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის თანახმად, ორი წლის განმავლობაში 168 პროდუქტიდან ნიმუშების 27 %-მა მიაღწია ან გადააჭარბა სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასოციაციის დათვლით, უხარისხო ცემენტის მოცულობა, შესაძლოა, 300 000 ტონას აღწევდეს წელიწადში, ცემენტის დაბალი ხარისხით გამოწვეულ პრობლემებს კი, დაახლოებით, 120 000 ოჯახი გრძნობდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG