Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში თვითიზოლაციაში დაახლოებით 30 მოქალაქე იმყოფება


რუსთავი

რუსთავში თვითიზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 30 მოქალაქე, რომლებიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ.

რუსთავის მერიის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ დირექტორმა დავით ბეგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები იტალიიდან და ირანიდან დაბრუნდნენ:

„ყველას ოჯახში ვეწვიეთ, გავესაუბრეთ, გავარკვიეთ მათი მოგზაურობის ისტორია, შევაგროვეთ ანამნეზი. ოთხ მათგანს მსუბუქი რესპირატორული გამოხატულება ჰქონდა, გადავიყვანეთ თბილისში, მაგრამ არც ერთს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი ახლა თავიანთ სახლებში იმყოფებიან“.

დავით ბეგაშვილის განცხადებით, თვითიზოლირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათთან „თითქმის ყოველდღე რეკავენ და პერიოდულად სახლშიც ამოწმებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG