Accessibility links

„საზოგადოების წინააღმდეგ მიმავალ პოლიტიკურ პარტიას დიდი ხნით სიცოცხლის უნარი არ აქვს“


ბათუმი

ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე იხსენებს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში გაჟღერებულ მეტად მნიშვნელოვან შეფასებას. როგორც ეუთო წერდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა. სწორედ ეს ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, მიიჩნევს მალხაზ ნაკაშიძე. მისივე თქმით, სრულიად აშკარად კნინდება სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებმაც თავისი მთავარი როლი დაკარგეს:

„ეს შეიძლება ითქვას სასამართლოზე, პარლამენტზე, პრეზიდენტზე. ფაქტობრივად, გადაწყვეტილებები მიიღება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მაგრამ ინსტიტუციონალურად არაფერზე არ აგებს პასუხს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობა კი გულისხმობს, რომ როდესაც პოლიტიკური პარტია იმარჯვებს და უმრავლესობით მოდის პარლამენტში, მისი ლიდერი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მართავს ქვეყანას. ჩვენთან კი ვხედავთ პარტიის ლიდერს, რომელიც არ არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მოქმედი პრემიერ- მინისტრი არის კერძო პირის გადაწყვეტილებების შემსრულებელი“.

ეს იყო მოულოდნელი. როცა წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობდნენ კრიზისულ ვითარებაზე, საზოგადოებას შეექმნა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სხვა, უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა და არა იმას რომ, წარსულში დაიწყებდა ქექვას.

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ დაკარგა მმართველმა პარტიამ ნდობა საზოგადოებაში. შექმნილი კრიზისის მიუხედავად კი, უმრავლესობა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს:

„არ ტარდება რეფორმები. არაფერი არ იცვლება მოქალაქეებისთვის. მათი სოციალური მდგომარეობა უარესდება, მაგრამ მთავრობა ამაზე სერიოზულ რეაგირებას არ ახდენს, იმიტომ რომ არ შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ამოწურა ეს რესურსი, თუმცა ჯერჯერობით ის ვითარებაც არ არის, რომ ხალხმა გააპროტესტოს“.

საზოგადოებრივმა პროტესტმა სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა, ამბობს ჟურნალისტი სოფო ჟღენტი, რომელიც ყოველდღე ადევნებს თვალს მოქალაქეების ონლაინსივრცეში მიმდინარე დისკუსიას. ბოლო დროის პოლიტიკური ამბებიდან კი გამოყოფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, დაბრუნებას მმართველ პოლიკუტურ გუნდში, რაც ქილიკის საგანი და იუმორისტული პოსტებისა თუ ვიდეორგოლების თემად იქცა:

„ეს იყო მოულოდნელი. როცა წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობდნენ კრიზისულ ვითარებაზე, საზოგადოებას შეექმნა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სხვა, უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა და არა იმას რომ, წარსულში დაიწყებდა ქექვას და ლიდერის, რომელიც იყო პრემიერი და გაუშვეს, რომელიც ამ დრომდე არსადაც არ იყო... ამას მოჰყვა საზოგადოების ცინიკური დამოკიდებულება“.

„ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი საზოგადოების ნაწილმა არასერიოზულად მიიღო, იმიტომ რომ ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თანამდებობა - საზოგადოებას არც არაფერი აუხსნა და მოქალაქეებს აგრძნობინა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს მოქალაქეების მიმართ, - ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი თამარ მამეიშვილი. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხისტი პოლიტიკითა და ასეთივე გამონათქვამებით. მისი დაბრუნებით კი გამოჩნდა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ცვლილებებს ითხოვს საზოგადოება:

პოლიტიკური პარტია რასაც გადაწყვეტს, აბსოლუტურად მისი დისკრეციაა, მაგრამ რამდენად წონადი იქნება და რა გავლენას მოახდენს იგი პოლიტიკურ პროცესზე? ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად ვერ შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვინაიდან გამოვა კარგად დავიწყებული ძველის გახსენება.

„ეს ნამდვილად არაა შესაბამისი პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, რაც, ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „ქართული ოცნება“, მართალია, ფიქრობს, რომ ასე არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ, პირიქით, ასეთი გადაწყვეტილებებით უფრო კარგავს ქულებს. შექმნილ პოლიტიკურ ქაოსში კი ძალიან მნიშვნელოვანია მესამე ძალის გააქტიურება. მიუხედავდ იმისა, რომ ამას აბსტრაქტულს უწოდებენ, მე ვფიქრობ, რომ არის რესურსი - სამოქალაქო აქტივიზმი ყალიბდება და ძლიერდება; არიან მემარცხენე ძალები, რომლებიც ასე აკლია ჩვენს პარლამენტს. იგი შეავსებდა მრავალპარტიულ სისტემას. ვფიქრობ, რომ ეს პერსპექტივა არსებობს და მესამე ძალის ჩაბმა მომავალი არჩევნებისთვის იქნება გადამწყვეტი“.

საადვოკატო კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ დამფუძნებელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებმა, ასევე ბოლო დროს შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ მმართველ ძალას სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი არ აქვს:

„პოლიტიკური პარტია რასაც გადაწყვეტს, აბსოლუტურად მისი დისკრეციაა, მაგრამ რამდენად წონადი იქნება და რა გავლენას მოახდენს იგი პოლიტიკურ პროცესზე? ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად ვერ შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვინაიდან გამოვა კარგად დავიწყებული ძველის გახსენება. მაგრამ დღეს ღარიბაშვილის დაბრუნების დაკვეთა საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ჰქონია. შეიძლება ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ შესაკრების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არ შეცვლის არსს არც საზოგადოებისთვის და არც ამ პოლიტიკური პარტიისთვის. საზოგადოებას კი სჭირდება რეფორმები და სწორი რეაქცია მის დაკვეთებზე. პოლიტიკური პროცესი კი აჩვენებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. ისტორია კი აჩვენებს, რომ საზოგადოების წინააღმდეგ მიმავალ პარტიას დიდი ხნით სიცოცხლისუნარიანობა არ აქვს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG