Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირის დაკავება


პოლიციაში ის თვითმხილველებიც გამოჰკითხეს, რომლებიც დეკანოზთან ერთად მუშაობდნენ.
პოლიციაში ის თვითმხილველებიც გამოჰკითხეს, რომლებიც დეკანოზთან ერთად მუშაობდნენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სასულიერო პირი 4 თებერვალს სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დააკავეს. დეკანოზი თანასოფლელებთან ერთად მიწის ნაკვეთში საგაზაფხულო სამუშაოებით იყო დაკავებული. მისმა მეუღლემ შორენა ჩიმჩიურმა დაკავების შესახებ თვითმხილველებისგან და ნიქოზის ეპარქიის წარმომადგენლებისგან შეიტყო.

სასულიერო პირის დაკავება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00
გადმოწერა

სამართალდამცავებმა საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩააყენეს და სასულიერო პირის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყეს, გარდა ამისა პოლიციაში ის თვითმხილველებიც გამოჰკითხეს, რომლებიც დეკანოზთან ერთად მუშაობდნენ. ადგილობრივი მცხოვრები კობა ესიაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი საოკუპაციო ღობეს მიუახლოვდა და იქით ტერიტორიაზე მიწის საკოცნელად გადავიდა, რა დროსაც ორი შეიარაღებული პირი გამოჩნდა და მისი დაკავებაც მოხდა.

ნიქოზის ტაძარი
ნიქოზის ტაძარი

ნიქოზის ტაძრის კიდევ ერთი დეკანოზი დავით ჭიღლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავების დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია რუსულ მხარესთან შედგა და გათავისუფლების პირობა მიიღო.

დეკანოზი დავით დურგლიშვილი ფრონეს ხეობის სოფელ ავნევიდანაა, ეს სოფელი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და სახლების დიდი ნაწილი განადგურებულია. ამჟამად დეკანოზი ოჯახთან ერთად ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობს. აგვისტოს ომის დროს სასულიერო პირი ერთხელ უკვე იყო ტყვედ ჩავარდნილი, როცა ოკუპირებულ სოფელში მოსახლეობის და დაჭრილების გამოსაყვანად შევიდა, თუმცა მაშინდელი ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელდა. მეორედ ოკუპირებულ სოფელში დარჩენილი ორიოდე ოჯახის მოსანახულებლად გადავიდა, მაგრამ მისი პატიმრობა მაშინაც ხანმოკლე იყო.

​ნიქოზში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობის მიღმა საოკუპაციო ძალებს ახალი საინჟინრო ნაგებობები, სანგრები და საგუშაგო აქვთ მოწყობილი. ამ ტერიტორიაზე ისინი ხშირად პატრულირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG