Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნები 81%-ით გაიზარდა, უკანონოდ ყოფნა - 87%-ით - ევროკომისია


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

2022 წელს წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა.

ეს სტატისტიკა ასახულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სტატისტიკის თანახმად:

  • 2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებმა 14 635 აპლიკაცია წარადგინეს თავშესაფრის მოთხოვნით;
  • 2022 წელს აპლიკაციების რაოდენობა 26 450-მდე გაიზარდა.

ბოლო წლების განმავლობაში ეს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნების მაქსიმუმია: აქამდე ყველაზე მაღალი ნიშნული 2019 წელს იყო დაფიქსირებული - 22 765 აპლიკაცია.

წინა წელთან შედარებით მცირედითაა გაზრდილი საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მინიჭების თანაფარდობა: 2021 წელს განაცხადების 5% დააკმაყოფილეს, 2022 წელს კი - 7%.

რაოდენობრივად, 2021 წელს თავშესაფარი 731-მა ადამიანმა მიიღო, 2022 წელს კი - 1851-მა.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 87%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნის შემთხვევებიც. კერძოდ:

  • 2021 წელს უკანონოდ 11 695 ადამიანი იმყოფებოდა;
  • 2022 წელს რაოდენობა 21 910-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებში შეშვებაზე უარის თქმის სტატისტიკაც გაზრდილია - 31%-ით:

  • 2021 წელს უარი საქართველოს 3030 მოქალაქეს უთხრეს;
  • 2022 წელს - 3970-ს.

საქართველო თავსატეხად ექცა ევროკავშირს - ბლოკის წევრ ქვეყნებს ათასობით ქართველი სთხოვს ლტოლვილის სტატუსს. განსაკუთრებით 2017 წლის შემდეგ, რაც ქართველებს აღარ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში მოსახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG