Accessibility links

საქართველოს ორი მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს


მოქალაქეთა დაკავების ადგილი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 27 წლის გოჩა ბერიანიძე თანასოფლელებთან ერთად ღამით სოფლის ეკლესიაში მივიდნენ, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. სამმა გაქცევა მოახერხა, ბერიანიძე და ჯავახიშვილი კი დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ სოფელ წინაგარს ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ. სოფლის ეკლესიიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმიშვნელი ბანერი რამდენიმე ასეულ მეტრშია განთავსებული, ამიტომ დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, რუსეთის მესაზღვრეები უთუოდ სოფლის ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები. ნიკოლოზ ჯავახიშვილის დედა, ხათუნა ჯავახიშვილი, ამბობს, რომ შვილის დაკავების შესახებ პოლიციელებისგან შეიტყო, დღეს დილით კი მათმა ვლადიკავკაზელმა ნათესავებმა ჯარიმის თანხაც გადაიხადეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00
Direct link

დაკავებულის მამა, გელა ჯავახიშვილი, ამბობს, რომ ახალგაზრდები ხაზის მიღმა არ გადავიდოდნენ, რადგან ბერშუეთში დიდი ხანია იციან, სადაა განთავსებული ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერები. მისი თქმით, სოფლის მიწის, ტყის მასივისა და საძოვრების ნაწილი ოკუპირებულია.

სოფელი ბერშუეთი
სოფელი ბერშუეთი

ბერშუეთის მცხოვრები შოთა კაპანაძე აცხადებს, რომ მესაზღვრეების შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი ბუჩქებში უსაფრდებიან მოქალაქეებს.

დაკავებულთა გასათავისუფლებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია. დაკავებულთა ოჯახებმა ეგრეთ წოდებული ჯარიმის თანხაც უკვე გადაიხადეს და ცხინვალში სასამართლოს გამართვას ახლო მომავალში ელოდებიან. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან კი საქართველოს მოქალაქეების დაკავება ბოლო კვირაში გახშირდა. ცხინვალის იზოლატორიდან გამოსულები აცხადებენ, რომ დაკავების მომენტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG