Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის


ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.

„თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ევროკავშირთან და ჩვენი კომპანიებისთვის საქართველო პირველ რიგში საინტერესოა იმით, რომ წარმოადგენს ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად საწყის წერტილს“, - აცხადებს იური შურიგინი. რომლის სიტყვებითაც, საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა, ამუშავდეს რუსული წარმოება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე მოხვდება, როგორც ნაწილობრივ საქართველოში წარმოებული.

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

„საქართველოზე არ ვისაუბრებდი, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, პირიქით, საქართველო არის შესვლის წერტილი, ეს არის მოედანი რუსული წარმოების ლოკალიზაციისთვის. შესაძლოა, აქ მოეწყოს შემგროვებელი საწარმო ან პირიქით, საწარმოო მოედანი, რომ გარკვეული რუსული ტექნოლოგიების, კომპეტენციების გამოყენებით მოხდეს საქართველოს მიწაზე წარმოება და აქედან პროდუქცია გაიგზავნოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში და აზიის ქვეყნებში, ასევე მეზობელ ქვეყნებში".

ამის შესახებ რუსული კომპანიის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად განაცხადა, ბიზნესფორუმზე „საქართველო - ევრაზიული კავშირი“.

ორდღიანი ბიზნესფორუმი თბილისში 19 ოქტომბერს გაიხსნა. ბიზნესფორუმის ორგანიზებაში ერევნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას კომპანია „ივერცენტრი“ ეხმარებოდა. ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებენ რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG