Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღატაკე, ქურდობა და უიმედობა - რა ხდება რუსულ დონბასში


მიტოვებული შახტი.
მიტოვებული შახტი.

ავტორი: ელა ვასილენკო

დონბასის რუსული ნაწილი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე უკრაინული, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ომი არ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, როსტოვის ოლქის დეპრესიული ქვანახშირის რაიონი მაინც კარგავს მოსახლეობას: შახტები დახურულია, სხვა სამუშაო არ არის, საწარმოებს თანამშრომლების დავალიანება დაუგროვდათ, თუმცა რეგიონის გუბერნატორმა ორი წლის წინ თანამშრომლებს უპატაკა დავალიანების დაფარვის შესახებ.

მეშახტეთა ოლქის ტერიტორიის გავლის შემდეგ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა დაინახა, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თითქმის დაკარგეს ნორმალური ცხოვრების აღდგენის იმედი.

გამოცარიელებული მთის ქანების ნაშალი ნელ-ნელა მცირდება.
გამოცარიელებული მთის ქანების ნაშალი ნელ-ნელა მცირდება.

ნახევრად დანგრეული სახლები და მიტოვებული საწარმოები

თუ როსტოვიდან მ-4 ტრასით ივლი, მეშახტეთა ოლქის დაწყებას მხოლოდ ტერიკონებით დაადგენ. ადრე ეს ლამის ეგვიპტური პირამიდები შორიდანაც ჩანდა, დღეს კი მის რეკულტივირებას ცდილობენ (მოჩანს ამოძრავებული ტექნიკა) და გამოცარიელებული მთის ქანების ნაშალი ნელ-ნელა მცირდება. სურათი კიდევ უფრო მძიმეა, რაც უფრო უახლოვდები მეშახტეთა ქალაქებსა და სოფლებს: გავერანებული გზები, ნახევრად დანგრეული სახლები და მიტოვებული საწარმოები.

ხუტორ იასნიში, რომელიც ქალაქებს გუკოვოსა და ზვერევოს შორისაა მოქცეული, ადრე ასი კომლი ცხოვრობდა, დღეს კი ბევრი სახლი მიტოვებულია - ხალხი იხოცება, მათ ადგილზე კი არავინ მოდის, რადგან არ არის არანაირი სამუშაო და პერსპექტივა.

გუკოვოში, ოფიციალური მონაცემებით, 66 ათასი ადამიანი ცხოვრობს, არაოფიციალურად - 52 ათასი. ზვერევოში 19,5 ადამიანი ირიცხება, რეალურად კი 7 ათასზე მეტი არ ცხოვრობს.

ვალენტინა ზურბალიევა
ვალენტინა ზურბალიევა

ადრე აქ ცხოვრება ჩქეფდა: იყო კლუბი, ჩამოდიოდნენ კონცერტებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მიყრუებულია. დაიკეტა მაღაზიები, საფერშლო-სააკუშერო პუნქტი. საავადმყოფო მხოლოდ ქალაქ გუკოვოშია, მაგრამ იქ ჩვენ არ გვემსახურებიან, ვინაიდან სხვა რაიონულ ცენტრს - კრასნი სულინს - მივეკუთვნებით. პროდუქტებს გუკოვოში ვყიდულობ, პენსიასაც იქ ვღებულობ, იქვე გამომაქვს ანგარიშიდან და პროდუქტებში ვხარჯავ, ​– ამბობს 68 წლის ვალენტინა ზურბალიევა.

იგი ცხოვრობს ქოხმახში, რომელიც მის დედას, რკინიგზის მეისრეს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოუყვეს.

ვალენტინა ზურბალიევას სახლი
ვალენტინა ზურბალიევას სახლი

დედა ახლახან გარდაეცვალა. 84 წლის მოხუცი შვილს საკუთარი პენსიით ეხმარებოდა. ვალენტინას პენსია 8 650 რუსულ რუბლს შეადგენს.

​–​ პური მაქვს და კარტოფილი, კომუნალური გადასახადებიდან მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახდს ვიხდი. ზოგჯერ სიცოცხლეც კი არ მინდა, ​– ამბობს ვალენტინა.

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი არალეგალური შემოსავლის წყარო ჯართის შეგროვებაა. ცოტა ხნის წინ რაიონი ხუთი დღის განმავლობაში იყო უშუქოდ, რადგან ვიღაცამ გადახერხა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დამჭერი მეტალოკონსტრუქცია.

რაიონი ხუთი დღის განმავლობაში იყო უშუქოდ, რადგან ვიღაცამ გადახერხა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დამჭერი მეტალოკონსტრუქცია.
რაიონი ხუთი დღის განმავლობაში იყო უშუქოდ, რადგან ვიღაცამ გადახერხა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დამჭერი მეტალოკონსტრუქცია.

მოგვატყუეს, რომ გაგვისწორდნენ

დონბასი, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული რეგიონი, აერთიანებს დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტროვსკისა და როსტოვის ოლქების ნაწილს.

საბჭოთა დროს ერთიანი ქვანახშირის აუზი კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის ნაწილებად დაიყო. დონის ქვანახშირი საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა ​– ანტრაციტს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

მიტოვებული შახტი.
მიტოვებული შახტი.

ყოფილი მეშახტე და ზვერევოს საქალაქო საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვალერი დიაკონოვი ამტკიცებს, რომ ნგრევა დაიწყო 1995 წელს, როდესაც შახტები სახელმწიფოს დაქვემდებარებიდან კერძო პირთა ხელში გადავიდა. ყველაფერს ბოლო მოუღო ქვანახშირის წარმოების ე.წ. რესტრუქტურიზაციის პროცესმა. თავიდან ისინი ბიზნესმენ ვადიმ ვარშავსკის კუთვნილება იყო, შემდეგ კი „როსნეფტის“ თანამფლობელის, მიხაილ გუცერიევისა, რომელმაც დიდი მოგება ნახა აქტივების მაღალ ფასში გაყიდვით.

​–​ ერთი სიტყვით, გამოწოვეს მთელი რესურსი და მიაგდეს - წარმოებაც და ადამიანებიც, ​– ამბობს დიაკონოვი.

აქ ძველებურად სჭირდებათ ნახშირი, რომლითაც სახლებს ათბობენ.
აქ ძველებურად სჭირდებათ ნახშირი, რომლითაც სახლებს ათბობენ.

„კინგკოულის“ წარმოების მესაკუთრეებს მეშახტეთა მიმართ 400 მილიონამდე რუბლის ვალი დაუგროვდათ. საწარმოები ერთიმეორის მიყოლებით კოტრდებოდა, ადამიანებმა დაიწყეს ვალებისათვის ბრძოლა სასამართლოებში, მეშახტეებმა დაიწყეს ბრძოლა თავისი უფლებებისათვის.

ტატიანა ავაშევა
ტატიანა ავაშევა

​– მე სამი კრედიტი მქონდა. დამიგროვდა ის მაშინ, როდესაც შახტში მარკშეიდერად ვმუშაობდი. ანაზღაურება კარგი მქონდა, დაახლოებით 30 ათასი. როდესაც გადახდა შეგვიწყვიტეს, სახლიდან ყველაფერი გავიტანეთ გასაყიდად, შემდეგ ვსესხულობდით ნათესავებისაგან. ყველა სახსარი რომ ამოიწურა, პიკეტებზე გადავედით, ​– აცხადებს ტატიანა ავაშევა, „კინგკოულის“ კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ვალერი დიაკონოვი
ვალერი დიაკონოვი

ვალის დიდი ნაწილი, 300 მილიონი რუბლი, „კინგკოულის“ თანამშრომლებს დაუფარეს, მაგრამ ეს მხოლოდ ხელფასის ნაწილში. არის კიდევ დავალიანება ულუფის, კომპენსაცია ანაზღაურების არადროული მოცემისთვის, მორალური ზიანისა და დანამატისათვის. პროკურატურის თანახმად, მეშახტეებს საწარმოსაგან მისაღები დარჩათ 106 მილიონი რუბლის დავალიანება.

დიდი დავიდარაბის შემდეგ ვალის ნაწილი მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელები არ ჩამოუშვეს, ხოლო ვინც ვერ გაუძლო სასამართლო პროცესებში სიარულს და ბრძოლას, ისინი უკაპიკოდ დარჩნენ. „პიკეტები რომ არ მოგვეწყო, გროშსაც ვერ მივიღებდით“, - ამბობს ტატიანა.

მეშახტეთა დასახლება
მეშახტეთა დასახლება

2017 წლის ივნისის ბოლოს საოლქო ხელისუფლებამ საზოგადოებას უპატაკა, რომ „კონგკოულის“ თანამშრომლების მთელი სახელფასო ვალი გადახდილია. მეშახტეებმა ამ ცნობას უწოდეს ტყუილი და წამოიწყეს ბრძოლა, რომელმაც მათ უკანასკნელი ძალები გამოაცალა. სამწლიანი სამართლებრივი ბრძოლის განმავლობაში დაახლოებით 20 დონელი მეშახტე დაიღუპა.

ტატიანას გაუმართლა, მან სამუშაო იპოვა კომუნალურ საწარმოში, მაგრამ ამბობს, რომ აღარ დარჩა შინაგანი ძალა საზოგადოებრივი მუშაობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც სათავეში უდგას საინიციატივო ჯგუფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG