Accessibility links

სუბელიანის მეორე ჩანაწერი - რა შეიცვალა?


რა გამოხმაურებები მოჰყვა მედიასა და სოციალურ ქსელში, მთავარი პროკურატურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ბრალდებული მირზა სუბელიანის და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს. პროკურატურის განცხადებით ჩანაწერი 6 ივლისსაა გაკეთებული.

​ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი

“ახლა ეს არის პროკურატურის „ცირკაჩობა“ და მეტი არაფერი. თავისას თუ ისრულებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არის ძალიან უნიჭო გადაფარვის თუ გამოძვრომის მცდელობა, ოღონდ ძალიან უნიჭო და დღეს დადასტურდა, რომ არანაირად არ არის „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესი, რაღაც ოდნავი მორალური უპირატესობა მაინც ჰქონდათ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად დამთავრდნენ”

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზაზა სარალიძე, მოკლული დავით სარალიძის მამა

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გუშინ არის მომზადებული იმ ჩანაწერების გასაბათილებლად, რომელიც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების „ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ. უნდათ, რომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანონ, ფულები აიღო ზაზა სარალიძემო და შეეშვან მირზა სუბელიანის მიერ ნათქვამს, რა საქმეებიც დაასახელა, არამხოლოდ ჩემი შვილის საქმე, არამედ ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლება დანაშაულში ამხილა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას მისი ციხეში წასვლის მხრივ, ის ციხეში უნდა ჩამჯდარიყო და უნდა ჩამქრალიყო ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა. ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისზე წავიდა და მირზა სუბელიანს ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

„მუქარის არავის ეშინია. მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს. ჩვენ მუქარის არ გვეშინია. არაერთხელ ვთქვით, რომ არავის ეშინია არცერთი ადამიანის მუქარის, მათ შორის, თუნდაც მირზა სუბელიანის. თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე. ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს. ეშინოდა იმიტომ, რომ ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს“

გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი

"ამ საკითხზე რამდენიმე მიმართულებით არის სამსჯელო. ერთი - შანტაჟის ენით არავინ არ უნდა ელაპარაკოს სახელმწიფოს, მათ შორის, არც განაწყენებული ყოფილი მაღალჩინოსანი. მით უმეტეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შანტაჟის გზით, როგორ იქნა ჩანაწერი მოპოვებული და სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ჩვენ არ ვაპირებთ წარსულის გამეორებას და არავის „გაპრავებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG