Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამონათქვამის საფუძველზე გამოძიება დაიწყო


მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე. თბილისიi, 31 მაისი 2018 წ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციაზე. თბილისიi, 31 მაისი 2018 წ.

13 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გამოძიებაა დაწყებული მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე. 31 მაისს, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ უსამართლობის განცდის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი რამდენიმე პირთან ერთად, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან არ სურდა მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ნებისმიერი პირის მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, თამთა მიქელაძის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას, რომელიც, შესაძლოა, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მიმართ ჰქონდეთ მაჩალიკაშვილების ოჯახსა და საზოგადოებას. თამთა მიქელაძის თქმით, ის მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს დაიცავს.

თამთა მიქელაძე დაიცავს მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 1 ივნისს რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, როდესაც აქციაზე გამოსულმა თქვა, რომ ის „თავის ხალხთან", რამდენიმე ადამიანთან ერთად აპირებდა თავის აფეთქებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ შურისძიების მიზნით თავის აფეთქებაზე, მართლაც, ფიქრობდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, ვინაიდან „ქართველ ერთან და თავის სამშობლოსთან დიდი სიყვარული აკავშირებს“.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყო სუს-მა გამოძიება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG