Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია “რიონმა” გადაცემები დროებით შეაჩერა. კოვიდი დაუდასტურდა 3 თანამშრომელს


ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში დროებით შეჩერდა საინფორმაციო, ანალიტიკური და პოლიტიკური გადაცემები. მიზეზი სამი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირებაა. ტელევიზიის 40-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია, რამდენიმე კი საკარანტინე სასტუმროში.

ტელეკომპანია მაუწყებლობს ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში, თანამგზავრით მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათი ნაწილი ხანმოკლე შვებულებით სარგებლობდა და მათ შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა, მოამზადონ როგორც საინფორმაციო, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუები...
თამარ ღვინიანიძე

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ხელმძღვანელი თამარ ღვინიანიძე ამბობს, რომ კოვიდ -19 პირველად მას დაუდასტურდა შემდეგ კი 2 თანამშრომელს. თამარ ღვინიანიძე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ჯერჯერობით სახლშია, თუმცა კლინიკაში გადაყვანას ელოდება. ორი თანამშრომლიდან ერთი კოვიდ სასტუმროში უკვე გადაიყვანეს, მეორე კი მკურნალობას სახლში განაგრძობს.

პირველადი ტესტირებით ვირუსი არ დაუდასტურდათ, ნიუსრუმის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ჟურნალისტთან. კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებსაც.

„ჩვენ გვყავს თანამშრომლები, რომლებსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი ტელევიზიის იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც ვირუსი დაგვიდასტურდა. მათი ნაწილი ხანმოკლე შვებულებით სარგებლობდა და მათ შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა, მოამზადონ როგორც საინფორმაციო, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუები და დებატები, რომლებიც დაგეგმილია როგორც ქუთაისის მაჟორიტარობის ასევე მერობის კანდიდატებთან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ჩვენ შევძლებთ დებატები წესების სრული დაცვით გავმართოთ“, - ამბობს თამარ ღვინიანიძე.

ამჟამად ტელევიზიის ეთერში მხოლოდ რეკლამა, მხატვრული ფილმები და საკონცერტო ჩანაწერები გადაიცემა.

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ საეთერო ბადეში ჯამში 10-მდე გადაცემაა, მათ შორის პოლიტიკური თოქ - შოუ „პოლიტიკური რუკა“, ახალი ამბების საინფორმაციო „დღის ამბები“, რომელიც სამჯერ გადაიცემა დღის განმავლობაში. გასართობ - შემეცნებითი გადაცემა - „ჩვენი დღე“ და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG