Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი, ნატოს ბიუჯეტი და საქართველო


დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე
დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე

ტრამპის "პერსონალური გამარჯვება"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ პერსონალური გამარჯვება მოიპოვა ხუთშაბათს ნატოს სამიტზე მას შემდეგ, რაც ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ მათ ან ბიუჯეტის ხარჯები უნდა გაზარდონ, ან ვაშინგტონის მხარდაჭერას დაკარგავენ. ამ ულტიმატუმის ფონზე ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტთან საგანგებო შეხვედრის გამართვა მოუწიათ.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ერთგულება ურყევია ნატოს მიმართ - ალიანსის, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალაზე დაფუძნდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსკოვს წინააღმდეგობას უწევს.

შეხვედრაზე მყოფი პირების თქმით, მანამდე ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ის „მარტო იმოქმედებდა“, თუკი მოკავშირეები - განსაკუთრებით გერმანია - მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ გაზრდიდნენ.

ტრამპი ნატოს სამიტს კონფრონტაციული ტონით იწყებს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00

„მათ ვუთხარი, რომ ვითარებით ძალიან უკმაყოფილო ვარ“, - თქვა ტრამპმა, თუმცა დასძინა, რომ მოლაპარაკება კარგი განწყობით დასრულდა: „ბოლოს ყველაფერი მოგვარდა. ცოტა ხნით სირთულეები იყო“.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, რომელმაც სამიტს უწოდა „ძალიან ინტენსიური“, და სხვა ლიდერები - მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ იმაზე, თუ რა მასშტაბით დაჰპირდნენ ტრამპს მისთვის სასურველი სისწრაფით თავიანთი თავდაცვითი ბიუჯეტების გაზრდას.

“როიტერსი” ავრცელებს ანონიმურად დატოვებული ერთ-ერთი პირის სიტყვებს: „[ტრამპმა] თქვა, მათ თავიანთი ხარჯები 2019 წლის იანვრამდე უნდა გაზარდონ, სხვა შემთხვევაში აშშ მარტო იმოქმედებსო“.

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი
ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი

​მაკრონმა და სხვებმა თქვეს, რომ ტრამპის სიტყვები არ აღუქვამთ იმ ალიანსიდან გასვლის მუქარად, რომელიც ვაშინგტონმა 1949 წელს დააარსა საბჭოთა კავშირის გაფართოების შესაკავებლად. კითხვას, შეძლებდა თუ არა ის ნატოდან გასვლას კონგრესის თანხმობის გარეშე, თავად ტრამპმა უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, შეძლებდა, მაგრამ ეს „არ იქნება საჭირო“.

თუმცა, სხვების შეფასებით, კონგრესის თანხმობა აუცილებლად იქნება საჭირო, რაც ნაკლებად სავარაუდოა მოხდეს.

ტრამპი აცხადებს, რომ პერსონალურ გამარჯვებას მიაღწია საკუთარ სტრატეგიაზე - უკმაყოფილებაზე, რომ ნატოს ბიუჯეტი უსამართლო იყო აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა მიმართ. ტრამპი ამბობს, რომ სამიტზე მისი მოთხოვნების გარშემო გულთბილი კონსენსუსი შედგა.

თუმცა „როიტერსის“ თანახმად, რამდენიმე დიპლომატი და ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ტრამპის არადიპლომატიურმა ჩარევამ - მათ შორის სხვა ლიდერებზე ხელით მითითებამ და მერკელისთვის სახელით მიმართვამ - ბევრი გააღიზიანა.


სამიტი და საქართველო

ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. „ისინი აქ იყვნენ და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი: საქართველომ ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:10 0:00

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს ის ნატოში საქართველოს მომავალ წევრობაზე, დონალდ ტრამპმა თქვა: "გარკვეულ ეტაპზე მათ ექნებათ შანსი, მაგრამ არა ახლა".

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მოვამზადოთ“ - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს ნატოს ბრიუსელის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს თაობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:57 0:00

„ჩვენ შევხვდით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს და განვიხილეთ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით რუსეთისგან მომავალი საერთო საფრთხეები. დღეს შევთანხმდით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე იმისათვის, რომ საქართველო მოვამზადოთ ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მანამდე გამოქვეყნდა საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტი, რომელიც, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დამტკიცდა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს აუცილებლად დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართა ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG