Accessibility links

უპასუხო კითხვები მუხთარლის გატაცებიდან ერთი წლისთავზე


აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ ადამიანის უფლებების დამცველები - მათ ამ დრომდე არ გაჰქარწყლებიათ ეჭვი, რომ ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. თბილისში აღარ ცხოვრობენ მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევი და მათი ხუთი წლის ქალიშვილი. გასული წლის შემოდგომაზე ისინი გერმანიაში გადაიხვეწნენ. მუსტაფაევა ამბობდა, რომ მას თბილისში უთვალთვალებდნენ. საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ასობით მოწმის დაკითხვის მიუხედავად, ჯერჯერობით გამოძიებას არა აქვს მოპოვებული იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, თუ რა მოხდა რეალურად. პროკურორის განცხადებით, ქართული მხარე აზერბაიჯანისგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს აფგან მუხთარლის დაკითხვას. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი დღესაც მოითხოვს პარლამენტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხოლო პროკურატურისგან საქმის მასალების გასაჯაროებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG