Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიზმი - რა იკრძალება, რა არა


თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნეონაცისტური ორგანიზაციის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების საფუძველია მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული, მუქარის შემცველი განცხადებების შესახებ. „ეროვნული ერთობა“ ორი წლის წინ, საჯარო რეესტრში რიგით არასამთავრობო ორგანიზაციად დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, „რეგისტრაციის დროს არ არსებობდა (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქმიანობის მიზნების ვრცელ ჩამონათვალში არსად იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ცხადია, არ დაარეგისტრირებდა ორგანიზაციას“. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, „ეროვნული ერთობის“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, მიზნად მითითებული იყო: „ძლიერი, თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მონაწილეობის მიღება“. რეალობა კი სხვანაირი აღმოჩნდა: ნეონაცისტური იდეოლოგია, სიმბოლოები, ჟესტები, მოწოდებები საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, იკრძალება როგორც ფაშისტური, ისე კომუნისტური, ტოტალიტარული ხასიათის სიმბოლიკა, თუმცა არის ერთი დეტალი - ასეთი სიმბოლიკის განთავსება იკრძალება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებობს სპეციალური კომისია. როგორც რადიო თავისუფლებას აცნობა კომისიამ: „ეროვნული ერთობის“ საქმიანობას და მათ მოწოდებებს კომისია სწავლობს“. ფაშისტური იდეოლოგიის შემცველ გამონათქვამებს, მაგალითად, ფეისბუკის პოსტებს კანონმდებლობა არ კრძალავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG