Accessibility links

შეგნებული ცენზურა, თუ თარჯიმნის შეცდომა?


რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა

19 აგვისტოს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამაში, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, ჟურნალისტებმა სწრაფად აღმოაჩინეს ემანუელ მაკრონის სიტყვის რამდენიმე ადგილის არაზუსტი და არასრული თარგმანი.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ელენა როკოვცევამ ჯერ კიდევ სამშაბათს მიაქცია ყურადღება პრესკონფერენციის სტენოგრამაში მაკრონის ფრაზის არასწორ თარგმანს.

გაშიფრულ ტექსტში აზრი შეცვლილია საპირისპირო მნიშვნელობით. კერძოდ, პრესკონფერენციაზე მაკრონმა თქვა, რომ „ყვითელი ჟილეტების“ საპოტესტო მოძრაობის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, სტენოგრამის კრემლისეულ ვარიანტში კი საფრანგეთის პრეზიდენტი „ამბობს“, რომ მათ „ვერ შეძლეს“ არჩევნებში მონაწილეობა.

მოგვიანებით ეს შეცდომა კრემლის საიტზე შესწორდა როგორც რუსულ, ისე ინგლისურ ვერსიაში.

მაგრამ როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არ იყო ერთადერთი შეცდომა, რომელიც კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ მაკრონის გამოსვლის გაშიფრულ ტექსტში აღმოჩნდა. კრემლის მიერ თარგმნილი ვერსია ჟურნალისტებმა შეადარეს საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის ორიგინალსდა გაარკვიეს, რომ მაკრონის სიტყვაში „ამოვარდნილია“ თავისუფალი არჩევნების ხსენება.

„ყვითელი ჟილეტების“ შესახებ ემანუელ მაკრონის რეპლიკის შესწორებულ რუსულ ვერსიაში ასევე გამოტოვებულია ფრაზა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მხარს უჭერს „მათ თავისუფალ თვითგამოხატვას არჩევნებში, რადგან ეს ამცირებს კონფლიქტურობას.

ასე მაგალითად, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას ემანუელ მაკრონმა თქვა: „ჩვენ ერთობლივად, ბევრ ქვეყანასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ სიტყვის, თვითგამოხატვისა და შეკრების, ასევე არჩევნებზე თავისუფალი წარმომადგენლობის უფლებას“.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ სტენოგრამაში არ მოხვდა არჩევნებში თავისუფალი მონაწილეობის შესახებ მოსაზრება, ისევე როგორც ემანუელ მაკრონის მომდევნო რეპლიკა: „ბევრი შეაშფოთა და კვლავაც გრძელდება შეშფოთება მოსკოვში იმ ხალხის დაპატიმრების გამო, რომელიც ითხოვს თავისუფალი არჩევნების უფლებას“.

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვის თარგმანში კი წერია, რომ შეშფოთებას იწვევს „დაჭერები და ასე შემდეგ, სხვა, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან განხორციელებული, ბლოკირებები“.

„ყვითელი ჟილეტების“ შესახებ ემანუელ მაკრონის რეპლიკის შესწორებულ რუსულ ვერსიაში ასევე გამოტოვებულია ფრაზა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მხარს უჭერს „მათ თავისუფალ თვითგამოხატვას არჩევნებში, რადგან ეს ამცირებს კონფლიქტურობას“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, თარგმნის დროს დაშვებული უზუსტობისათვის ბრალი დააკისრა მთარგმნელ სინქრონისტებს და დასძინა: „ეს არის სინქრონისტის სიტყვის გაშიფრული ვარიანტი. ასეთი რამ ხდება ხოლმე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG