მოსკოვში გაიხსნა ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული ხელოვნების გამოფენა - უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილის ამსახველი ნამუშევრებით
მოსკოვის გამარჯვების მუზეუმში გამოფენის - „მხარდამხარ“ გახსნისას.
მოსკოვში 13 ოქტომბერს, რუსეთის კულტურის სამინისტროს დავალებით, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მხარდამხარ“ - მოსკოვსა და ფხენიანს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობის აღსანიშნავად. გამოფენაზე ნაჩვენებია არტეფაქტები, რომლებიც შექმნილია 1950-იანი წლების კორეის ომიდან ორ დიპლომატიურად იზოლირებულ ქვეყანას შორის ამჟამინდელ პარტნიორობამდე პერიოდში.
ახალგაზრდა ქალები გამოფენის გახსნისას ათვალიერებენ ექსპონატებს
ექსპონატებს შორისაა ფანქრით შესრულებული ნახატების სერია. ის ასახავს ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრილი უკრაინის ჯარის წინააღმდეგ.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების ექსპერტმა, პროფესორმა ბ.გ. მუნმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში „ომის ამსახველი ფანქრით შესრულებული ნახატები კვლავ რჩება ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორმად“. ასეთი ფანქრით შესრულებული სურათები ზოგჯერ უფრო დახვეწილი პროპაგანდისტული ნამუშევრების საფუძველს წარმოადგენს.
ერთ-ერთი ესკიზის დეტალი, რომელიც ასახავს როგორ ესვრიან უკრაინელ ჯარისკაცებს და როგორ გარბიან ისინი
მუნი ამბობს, რომ ამ ნამუშევრებში გამოსახული სასტიკი ძალადობა შეიძლება შეადაროთ ჩრდილოეთ კორეაში გამოყენებულ სხვა, მსგავს ვიზუალურ პროპაგანდისტულ იაფფასიან საშუალებებს, „იმის საჩვენებლად, რომ ჯარისკაცები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარს უჭერენ რუსეთს, მათ ძლიერ მოკავშირეს“.
მნახველები ათვალიერებენ პროპაგანდისტულ ნახატებს, სადაც ასახულია ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინელების წინააღმდეგ
მოსკოვის გამარჯვების მუზეუმში მოწყობილი გამოფენა რუსეთის დედაქალაქში ჩრდილოეთ კორეის კიდევ ერთი პროპაგანდისტული გამოფენის შემდეგ გაიმართა, სადაც ასახული იყო, როგორ იბრძოდნენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსების მხარდამხარ.
ნახატი ასახავს ჩრდილოეთ კორეელ სნაიპერს, რომელიც ესვრის უკრაინელ ჯარისკაცს
წინა გამოფენაზე უკრაინელ ჯარისკაცებზე მინიშნება იყო მხოლოდ. ამის საპირისპიროდ, ექსპოზიციაზე „მხარდამხარ“ წარმოდგენილია ნამუშევრები, სადაც ასახულია უკრაინელების საშინელი სიკვდილი და ის კომიქსს ემსგავსება.
ნახატზე ასახულია უკრაინელ ჯარისკაცი, მის წინ კი დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ყუმბარას რგოლს აძრობს
ზოგ ნამუშევარზე უკრაინელები წარმოდგენილი არიან გროტესკულ-კარიკატურულად. ეს სტილი ემსგავსება მეორე მსოფლიო ომის ეპოქის პროპაგანდისტულ სურათებს.
მოსკოვში გამოფენილი არტეფაქტი - სავარაუდოდ კორეელი ჯარისკაცის სისხლით შეღებილი წერილი
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სავარაუდოდ, ომის რელიკვიები, მათ შორის სისხლით შეღებილი წერილები და ტყვიით გახვრეტილი დღიური. იმის მიუხედავად, რომ გამოფენაზე სისასტიკის ამსახველი სურათებია გამოტანილი, როგორც ამბობენ, ის ღიაა ყველა ასაკის მნახველისთვის.
რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მცირე ქანდაკება
გამარჯვების მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრ შკოლნიკმა გამოფენა შეაქო, როგორც ორ ავტორიტარულ ქვეყანას შორის რვა ათწლეულიანი პარტნიორობის კულმინაცია „სამართლიანობისა და სიკეთის გამარჯვებისა და ჩვენს პლანეტაზე მშვიდობისთვის“.
უარყოფიდან გამოფენამდე: ჩრდილოეთი კორეა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას განადიდებს
1/9ტილო სახელწოდებით „ჩემი ფასდაუდებელი სიცოცხლის გაღება“ ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების გამოფენაზე მოსკოვში, 8 ოქტომბერს.ეს ტილო ერთ-ერთია გამოფენაზე ჩამოტანილი რამდენიმე ნახატიდან, რომლებზეც გამოსახული არიან რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელების წინააღმდეგ ჩაყვანილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
2/9ჩრდილოკორეელი და რუსი ჯარისკაცები ერთად. ნახატი სახელწოდებით „ერთ სანგარში“. პროპაგანდისტული გამოფენა სახელწოდებით „დიადი ხალხის ქვეყანა“ მოსკოვის დეკორატიული ხელოვნების რუსულ მუზეუმში მოეწყო.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
3/9ნახატი სახელად „აღფრთოვანება დიდი იღბლის გამო“. მოსკოვმაც და ფხენიანმაც თავდაპირველად უარყვეს სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა და რომლის თანახმადაც, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსებთან ერთად იბრძოდნენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მაშინდელი ცნობები „კიდევ ერთ ყალბ ამბად“ მოიხსენია.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
4/9ნახატი სახელწოდებით „მებრძოლი ამხანაგისთვის“. მზარდი მტკიცებულებების ფონზე, მოსკოვმა აპრილში აღიარა, რომ ჩრდილოკორეელები რუსეთის კურსკის რეგიონში იბრძოდნენ უკრაინელების წინააღმდეგ.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
5/9ჩრდილოკორეელი ტურისტები და ნახატი სახელწოდებით „სამშობლოს ღირსებისა და პატივისთვის მებრძოლი გმირები“. ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათები.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
6/9რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ფოტო გამოფენაზე. ფხენიანისათვის რუსეთთან თანამშრომლობა პროპაგანდის ცენტრალურ წერტილად იქცა.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
7/9ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ფხენიანში, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლაში დაღუპული 101 ჯარისკაცის მემორიალურ კედელთან. ფოტო აგვისტოში გამოქვეყნდა.სამხრეთ კორეამ, დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ კურსკში დაახლოებით 2000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
8/9ნახატი სახელწოდებით „ჩვენი ძალა, რაკეტა პადასური 6“. გამოფენაზე სულ 123 ნახატი ჩაიტანეს. ჯარისკაცების გარდა აქ ნახავთ პეიზაჟებს, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აღჭურვილობას და იდეალიზებულ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუნდობლად ავტორიტარულ ქვეყანაში.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.
9/9გამოფენის დამთვალიერებლები მოსკოვში. რუსეთში რეაქციები ამ გამოფენაზე არაერთგვაროვანი იყო. ერთმა შეფარვით დასცინა გამოფენას, მეორემ, ახალგაზრდა ვიზიტორმა კი რეპორტიორს განუცხადა, რომ მისი აზრით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ალიანსი ხანმოკლე იქნებოდა.
მოსკოვში ჩატარებულ გამოფენაზე აჩვენეს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოკორეელები. კრემლი ფხენიანის ჩართულობას ერთ დროს „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებდა.