Accessibility links

3 წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია


პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის” და რადიო თავისუფლების ერთობლივი, 3 წუთიანი ფილმების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - ფინალისტები ცნობილია.

კონკურსზე, რომლის მიზანი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერება იყო, სულ 39 ნაშრომი შევიდა, რომელთაგანაც 17 ფინალისტი შესარჩევმა კომისიამ აარჩია. ფინალში გასული ფილმებიდან სამ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. დაჯილდოება, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, დისტანციურად ჩატარდება.

  • პირველ ადგილზე გასული ფილმის ავტორი 7 500 ლარს მიიღებს
  • მეორე ადგილის მფლობელი - 6 000 ლარით დაჯილდოვდება
  • მესამე ადგილოზე გასული ფილმის შემოქმედები გუნდი კი - 4 500 ლარს მიიღებს

როგორც კონკურის შესარჩევი კომისიის წევრი - რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, წელს კონკურსის მონაწილეებს უფრო დიდი თავისუფლება ჰქონდათ ფორმატის თვალსაზრისით.

„ჩემი აზრით, ეს შეეტყო კონკურსს. ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი შემოვიდა. კონკურსანტებს საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდათ - თავიანთ ფილმებში სექსუალურ შევიწროებაზე უნდა ესაუბრათ. ეს ის თემაა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვხვდებით და შესაძლებელია, გარკვეული შემთხვევებში, ნორმადაც მიგვაჩნია. არ არის მარტივი ამ საკითხის სამ წუთში ჩატევა“.

კონკურსი სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავს პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ემსახურება. სექსუალური შევიწროება დანაშაულია და კანონით ისჯება.


ფინალისტი ფილმების ნახვა შეგიძლიათ აქ:

  1. გიორგი ბოლქვაძე - მხილება

  2. ხატია ხალვაში, ანუკა კაპანაძე - სამიზნე

  3. ნიკა ციმაკურიძე - ქასთინგი

  4. ზურა მამაგულაშვილი - გამოცდა

  5. ნატო ბაგრატიონი - ჩემი მეზობელი ომარი

  6. ნიკოლოზ დოლიძე - გადარჩენილები

  7. გიორგი ხეცაშვილი - კაი დროსია

  8. ნინიკო ლეკიშვილი - შეხედულება

  9. ნინა რატიანი, ილია რატიანი - როცა აღარ იცინი

  10. სოფო ჩხეიძე - ის, რისი გადაყლაპვაც გიწევს

  11. საბა ქარსელაძე - ნაყინის კაცი

  12. სალომე კობერიძე - მახე

  13. ლიზი ბერიძე - Speak

  14. ლაშა ცქვიტინიძე - მახინჯი სიმართლე

  15. ნიკოლოზ თოდუა - Truth and Dare

  16. სანდრო ვისოცკი, ნინო ჟვანია - მელოდია

  17. მზეო კანდელაკი - 'იწრო stories

კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის“ და „რადიო თავისუფლება“. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG