Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში


ჯეიმს აპატურაი: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00

ნატოს 11-12 ივლისის სამიტის ფარგლებში, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს, პირველად გაიმართება საქართველო-უკრაინა-ნატოს შეხვედრა. აღნიშნული სამიტი სიმბოლურია იმითაც, რომ ზუსტად 10 წლის წინ ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ამ ქვეყნების მიერ შესაბამისი კრიტერიუმების მიღწევის შემდეგ. რას უნდა ელოდეს საქართველო კარს მომდგარი სამიტისაგან და რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას? ამ და სხვა შეკითხვებზე ესაუბრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის, ჩვენი ბრიუსელელი კოლეგა რიკარდ იოზვიაკი.

რადიო თავისუფლება: სამიტის განმავლობაში იგეგმება უკრაინა-საქართველო-ნატოს შეხვედრა. რატომ ხდება ეს?

ვმუშაობთ ინიციატივებზე, თუ როგორ გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, გავაფართოოთ დახმარება რეფორმებში. მაგალითად, შავი ზღვის კონტექსტში, მომავალ წელს ჩვენ ჩავატარებთ წვრთნას...

ჯეიმს აპატურაი: იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა ნატოს ყველაზე ცნობილი პარტნიორია. ცხადია, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იღვწის ნატოში გაწევრიანებისათვის. ახლა უკრაინამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახდეს ნატოს წევრობის კანდიდატი. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ოპერაციებში და, ამასთანავე, არსებობს შავი ზღვის კონტექსტი, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გაუარესდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის (2014 წლის) შემდეგ. ამგვარად, ჩვენ მართლა ბევრი რამ გვაქვს განსახილველი, მათ შორის ის დახმარება, რომელიც მათ ნატოსგან უნდა მიიღონ“.

რადიო თავისუფლება: რა იქნება ამ შეხვედრის შედეგი?

ჯეიმს აპატურაი: ამ შეხვედრის თაობაზე ჩვენ ცალ-ცალკე ანგარიში გვექნება. ისინი ერთ ოთახში შეიკრიბებიან, ერთად შეხვედრის ეფექტიანობისა და ყველა იმ მიზეზის გამო, რაც ვახსენე, თუმცა ჩვენ მათთან ვურთიერთობთ, როგორც განსხვავებულ ქვეყნებთან, და ჩვენი თანამშრომლობის შედეგებიც განსხვავებულია. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. ვმუშაობთ ინიციატივებზე, თუ როგორ გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, გავაფართოოთ დახმარება რეფორმებში. მაგალითად, შავი ზღვის კონტექსტში, მომავალ წელს ჩვენ ჩავატარებთ წვრთნას. უკრაინასთან ჩვენ სხვა მიმართულება გვაქვს - სხვადასხვაგვარი პროექტების სახით, სამხედრო მედიცინის კუთხით. ვეხმარებით სახიფათო აუფეთქებელი ჭურვების გაუვნებელყოფასა და მართვასა და კონტროლზე მუშაობაში. ასე რომ, განსხვავებულია მიმართულებები და შედეგები, მაგრამ თანაბარია ვალდებულებები“.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის გზა ნატოს წევრობისაკენ და ეს ასახულია წინა რეზოლუციებში. ამ საკითხის მიმართ, ვფიქრობ, ჩვენ ნატოში ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მოჰყვება გაწევრიანება...

რადიო თავისუფლება: მაგრამ კონკრეტულად რას მიიღებს საქრთველო ამ სამიტისაგან?

ჯეიმს აპატურაი: საუბარი არ არის მიღებაზე. ეს არ არის გარიგება. მთავარი რაც მოხდება, ესაა უმაღლესი დონის პირველი სამიტი საქართველოს მონაწილეობით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. წელს სრულდება ნატო-საქართველოს კომისიის მეათე წლისთავი, ამიტომ ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთობლივად საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ. მეორე, გვინდა განვავითაროთ უკვე არსებული ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა და გასაკეთებელი გვაქვს, როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ. მომავალ წელს ჩვენ გავმართავთ წვრთნას, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს საავიაციო და საზღვაო კომპონენტის განვითარებაში შავ ზღვაზე. ასე რომ, ამ შეხვედრას, მართლაც, ბევრი რამ მოჰყვება.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ისევ ილუზორულია მაპის, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება?

ჯეიმს აპატურაი: გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის გზა ნატოს წევრობისაკენ და ეს ასახულია წინა რეზოლუციებში. ამ საკითხის მიმართ, ვფიქრობ, ჩვენ ნატოში ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მოჰყვება გაწევრიანება. ეს არის ნატოს ვალდებულება, მაგრამ ახლა რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ფოკუსირებული, არის ის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, იყოს მზად, მიაღწიოს წევრობის სტანდარტებს, მიმართოს მთელი ჩვენი დახმარება რეფორმების განსახორციელებლად. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ ასეთი დახმარება და გავაძლიეროთ ეს დახმარება და როცა დადგება შესაფერისი პოლიტიკური მომენტი, მაშინ საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისათვის“.

მოველი, რომ სამიტზე ნატო შესთავაზებს მაკედონიის მთავრობას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სახელწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთმისაღები შეთანხმება, რომელიც მე ვახსენე, მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც აუცილებელი პროცედურები ორივე ქვეყანაში დასრულდება.

რადიო თავისუფლება: უნგრეთი არ ეწინააღმდეგება შავი ზღვის შესახებ მსგავსი სამიტის ჩატარებას?

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ არ ვუწოდებთ ამას შავი ზღვის სამიტს, რადგან იგი არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ შავ ზღვაზე. თქვენ იცით, როგორ მუშაობს ნატო: გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა მოკავშირის თანხმობით მიიღება. ამიტომ ასეთი შეხვედრა შედგება მხოლოდ უნგრეთის სრული მხარდაჭერის შემთხვევაში.

რადიო თავისუფლება: დასავლეთ ბალკანეთს რომ მივუბრუნდეთ. სავარაუდოდ, სამიტზე იქნება გარკვეული ცერემონია მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, მაგრამ რა მოხდება, თუ მაკედონიელი ხალხი რეფერენდუმზე „არას“ ეტყვის ნატოში გაწევრიანებას?

ჯეიმს აპატურაი: გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ახლახან ჰქონდა შეხვედრა მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევთან და, ცხადია, მიულოცა მას, ისევე როგორც საბერძნეთის მთავრობას, მაკედონიის ოფიციალურ სახელწოდებასთან დაკავშირებით კომპრომისული შეთანხმების მიღწევა. ნატოს პოლიტიკა მრავალი წლის განმავლობაში ასეთია: სახელწოდებასთან დაკავშირებით ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ნატო იწყებს გაწევრიანებისათვის აუცილებელი მოწვევის პროცედურას. თქვენ სავსებით მართალი ხართ: მოველი, რომ სამიტზე ნატო შესთავაზებს მაკედონიის მთავრობას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სახელწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთმისაღები შეთანხმება, რომელიც მე ვახსენე, მხოლოდ მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც აუცილებელი პროცედურები ორივე ქვეყანაში დასრულდება. მას შემდეგ, რაც სკოპიეს მთავრობა და ქვეყნის მოსახლეობა დაასრულებენ პროცედურას, რაც აუცილებელია ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებისათვის, და, რა თქმა უნდა, როცა იგივე მოხდება საბერძნეთშიც, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავადგეთ ნამდვილი წევრობისათვის მოლაპარაკების გზას, რაც შემდგომ ეტაპს წარმოადგენს“.

რადიო თავისუფლება: მაგრამ რა მოხდება, თუ მაკედონიელები „არას“ იტყვიან? რა იქნება შემდეგ?

ჩემი პროგნოზით, ეს იქნება ძალიან კარგი სამიტი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ახლა წყდება მრავალი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, დაკავშირებული ჩვენს სამხედრო ძალებთან, სხვა ქვეყნებთან ჩვენს თანამშრომლობასთან და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შევძელით თავდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა...

ჯეიმს აპატურაი: ვფქირობ, რომ ჩვენ ფოკუსირებული ვართ გეგმა „ა“-ზე. გეგმა „ა“ მდგომარეობს ურთიერთმისაღები შეანხმების მიღწევასა [სახელწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე] და ყველა საჭირო ნაბიჯის დასრულებაზე. ჩვენ, ნატოში, ოპტიმისტები ვართ.

რადიო თავისუფლება: ჩერნოგორია ნატოში 2017 წელს გაწევრიანდა. მაკედონია შესაძლოა 2019-2020 წლებში გაწევრიანდეს. დასავლეთ ბალკანეთის რომელი შემდგომი სახელმწიფოა ნატოში გაწევრიანების რიგში?

ჯეიმს აპატურაი: დასავლეთ ბალკანეთის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წევრობის კანდიდატია, ბოსნია-ჰერცეგოვინაა. ასე რომ, ჩემთვის ეს არის საკმაოდ უმტკივნეულო პასუხი: ბოსნია-ჰერცეგოვინა არის კიდევ ერთი დასავლეთ ბალკანური სახელმწიფო, რომელიც ნატოში გაწევრინების გზაზე იმყოფება. ნატოს სამიტის ფარგლებში თქვენ იხილავთ მათი რეფორმების მხარდამჭერ ძლიერ მესიჯს. მიმდინარეობს ყოველმხრივი მსჯელობა იმაზე, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომ დაუახლოვდეს ნატოს. თუმცა საბოლოო სიტყვა თავად უნდა თქვან, ჩვენ მხოლოდ დახმარება შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ შეგვწევს დახმარების შესაძლებლობა და შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, რაც ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, 8 ივნისს ჩვენ ვიხილეთ ერთობ ქაოსური დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეურაცხყო მასპინძელი ქვეყანა, უარი თქვა ფინალური ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაზე და ასე შემდეგ. შეიძლება ნატოს სამიტზე მომავალ კვირაში იგივე განმეორდეს?

ჯეიმს აპატურაი: იცით, პოლიტიკა დღესდღეობით გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია. ამიტომ ვინც პროგნოზებს აკეთებს, შეიძლება თხელ ყინულზე მოსიარულეს შევადაროთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, ჩემი პროგნოზით, ეს იქნება ძალიან კარგი სამიტი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ახლა წყდება მრავალი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, დაკავშირებული ჩვენს სამხედრო ძალებთან, სხვა ქვეყნებთან ჩვენს თანამშრომლობასთან და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შევძელით თავდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა და ყველა მოკავშირე სწორი მიმართულებით მიდის. ამგვარად, როცა საუბარია იმაზე, თუ რა კეთდება არსებითად, სურათი საკმაოდ კარგად გამოიყურება. ნება მომეცით მხოლოდ ერთი ციფრი მოგაწოდოთ: აშშ-ის მთავრობამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, 40 პროცენტით გაზარდა ევროპის თავდაცვის დაფინანსება. თავის მხრივ, ევროპელებიც ასევე ბევრს აკეთებენ თავდაცვისათვის, ნატოსთვის. ასე რომ, ეს მოსაყოლად კარგი ამბავია. ცხადია, რიტორიკა არაპროგნოზირებადია, მაგრამ როცა საქმე შინაარსს შეეხება, ტრანსატლანტიკური კავშირები მართლა ძალიან ხილული და ღიაა.

რადიო თავისუფლება: გულწრფელად რომ გვითხრათ, ხომ არ შიშობთ, რომ ნატოს სამიტის ფინალური დეკლარაცია შესაძლოა არ იქნეს ხელმოწერილი?

ჯეიმს აპატურაი: მე შემაქვს წვლილი ამ დეკლარაციის პროექტის შედგენასა და შეთანხმებაში, ასე რომ, მე ყოველთვის მინდა, რომ ჩემი სამუშაო დაამტკიცოს ჩემმა ხელმძღვანელობამ. ვფიქრობ, რომ ეს ასეც მოხდება. ყველა აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერთიანობისათვის სამიტიდან წამოსულ კარგ, ძლიერ მესიჯს. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ამაზე. ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს და, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს დანიშნულება, რომელიც უნდა დავიცვათ, რათა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა სულ მცირე ერთად დგანან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG