Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯვარი და მცხეთის ტურისტული სტატისტიკა


ჯვრის მონასტერი, რომელიც მეორე დღეა დაკეტილია, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ძეგლია საქართველოში და ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს. 2018 წელს მცხეთა 700 ათასმა ადამიანმა დაათვალიერა. მცხეთის მერიაში ისტორიული ძეგლის ჩაკეტვის გამო შეშფოთებულები არიან.

მცხეთის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი ნანა კაპანაძე ამბობს, რომ მცხეთაში ტურისტები, პირველ რიგში, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლების (ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავრო) სანახავად მიდიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიემართებიან ზედაზნისა და შიო მღვიმისკენ. დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წელს ის, დაახლოებით, 700 ათასი იყო, შარშან - 500 ათასი, ხოლო 2012 წელს - 80 ათასი.

თუ 2018 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს ავიღებთ, ვიზიტის მიზანი ყველაზე ხშირად იყო: ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება - 68.2 %, შოპინგი -59.8 % და ღირსშესანიშნაობების, კულტურული და ისტორიული ძეგლების მონახულება - 51%.

ვინ დაკეტა მონასტერი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

ნანა კაპანაძე: „დინამიკა ყოველწლიურად იზრდება და ჯვრის ჩაკეტვა ცუდად იმოქმედებს ტურისტებზე. მცხეთის ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირდება, მაგრამ უშუალოდ ჯვარზე რომ გაიგებენ, დაკეტილიაო, იქ ვინღა ავა?!“

მცხეთა, ვიზიტორების სიმრავლის მიხედვით, ბოლო რვა თვის განმავლობაში რიგით მესამე ადგილს იკავებს. მას მხოლოდ ბათუმი და თბილისი უსწრებენ.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით ტურისტებისა და მომლოცველებისათვის მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. დაკეტვის მიზეზად დასახელდა მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    თეა თოფურია არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2012 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG