"რონდელის ფონდის" მკვლევარი, ალექსანდრე კვახაძე აგრძელებს საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების შესწავლას. მან მორიგი, ძალიან საინტერესო მიგნებებით სავსე გამოკვლევა მარნეულის მუნიციპალიტეტს მიუძღვნა - "საქართველოს ნოყიერი ნახევარმთვარე - მარნეულის მუნიციპალიტეტი".