Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნატომ თავის კომუნიკეში საქართველოში რუსეთის ყოფნა უნდა შეაფასოს, როგორც აშკარა ოკუპაცია"


"ნატომ თავის კომუნიკეში საქართველოში რუსეთის ყოფნა უნდა შეაფასოს, როგორც აშკარა ოკუპაცია"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:07 0:00

29 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ანა კიკნაძე, ბათისა (დიდი ბრიტანეთი) და ჰუმბოლდტის (გერმანია) უნივერსიტეტების პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრი. მათ ილაპარაკეს "ევრაზიის ლიდერთა პროგრამის" (Eurasia Leadership Trek 2018) შესახებ, რომლის ფარგლებშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერები იმყოფებიან საქართველოში კვლევით ტურზე. სტუმრებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ცნობილი სკოლების კურსდამთავრებულები. 28 მაისს დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში, საიდანაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაენახათ რუსეთის ბაზა. სტუმრები გამოეხმაურნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის აქცენტებს, რომლებიც საქართველოს ეხება. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო და უკრაინა ახსენა თავის გამოსვლაში ასამბლეაზე, აგრეთვე ბრიფინგზე პოლონეთის პრეზიდენტთან, საქართველო ნახსენებია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში და იენს სტოლტენბერგმა ილაპარაკა აგრეთვე ასამბლეაში კითხვა-პასუხის რეჟიმში. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე "გაწევრიანების სამოქმედო გეგმა" (MAP)  გასავლელი ეტაპი იქნება. ყველა ეს გზავნილი განიხილება ნატოს ივლისის სამიტის კონტექსტში და საინტერესოა, რას შეთავაზებენ ნატოს ლიდერები საქართველოს მომავალ უმაღლესი დონის შეკრებაზე? რა იქნებოდა ნაბიჯი წინ? ზვიად აძინბაიას ამის თაობაზე ასეთი ხედვა აქვს: "ნაბიჯი წინ იქნებოდა მკაფიო მეგზურის, ან MAP-ის ალტერნატივის მიცემა საქართველოსთვისა, მინიმუმ, იმის დაფიქსირება, რომ MAP-ის არ გვჭირდება. მე პირადად ამას არ ველოდები. ეს იქნებოდა ჩემი სასურველი შედეგი. ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნებოდა ის, რომ ნატომ თავის კომუნიკეში საქართველოში რუსეთის ყოფნა შეაფასოს როგორც აშკარა ოკუპაცია და უფრო მკაცრი იყოს თავის შეფასებებში", - ამბობს "დილის საუბრების" სტუმარი და ფიქრობს, რომ ნატო-საქართველოს კომისიის უმაღლეს ფორმატში შეკრება კარგი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG