Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამილა მამედოვა მარნეულში შექმნილ ვითარებაზე


კამილა მამედოვა მარნეულში შექმნილ ვითარებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:35:22 0:00

მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლების ეთერში ყვება რა ვითარებაა მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის შემოღების შემდეგ: „შორიდან ალბათ საშინელებათა ფილმის გმირები გგონივართ, მაგრამ რეალურად წყნარად ვართ, სახლებში ვართ. ადამიანები მაინც გადიან. სასურსათო მაღაზიები ღიაა. არის კომუნიკაცია გარკვეულწილად, თუმცა ჩანს, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდა მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას. ქუჩაში ძალიან ცოტა ადამიანი დადის. გუშინ სამი გასვლა მქონდა და ჩემი დაკვირვება ასეთი იყო: დილით ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე, კარანტინისთვის ბევრი. მივხვდი, რომ ხალხი გამოსული იყო აფთიაქში, სასურსათო მაღაზიებში, ალბათ, მთელი დღის მარაგი რომ ეყიდათ. დღის მეორე ნახევარში ნაკლები ხალხი იყო და საღამოს საერთოდ არავინ იყო. მხოლოდ მანქანებით გადაადგილდებოდნენ, ალბათ, ახალგაზრდები ერთობიან ასე კარანტინის პირობებში. გარკვეულწილად არის შიშის ფაქტორი. მიწევს გასვლა გარეთ და არის რაღაც შინაგანი შიში - არავის ვეურთიერთო, რომ სახლში არ მოვიტანო. უფრო იმაზე ვღელავ, რომ არ გადავდო ჩემი ოჯახის წევრს. სხვა ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და თუ დახმარება დაგვჭირდა, ვერავინ დაგვეხმარება. ...ადამიანები ცდილობენ დაიცვან დისტანცია და უფრო პასუხისმგებლობით მოიქცნენ. სამწუხაროდ, ამ შედეგამდე მივედით, რომ ეს პასუხისმგებლობა გვეგრძნო. ნათესავებში მიმოსვლა არ გვაქვს. თუმცა, ერთი კვირის წინ მეპატიჟებოდნენ ნიშნობებზე და ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ უარი ვუთხარი დაპატიჟებაზე“. კამილა მამედოვას თქმით, მარნეულში მოძრაობენ სადისტრიბუციო მანქანები და ამარაგებენ მაღაზიებს. შეკითხვაზე - როგორ შეხვდა მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინის ზონად გამოცხადების შესახებ და ხომ არ გამოიწვია ამან მღელვარება, „დილის საუბრების“ სტუმარი პასუხობს: „ეს იყო ლოგიკური. მოსახლეობაში ზედმეტი ღელვა არ მიგრძვნია. ყველა ამბობდა იმას, რომ უფრო მკაცრი ზომებია საჭირო. მარნეულის მერი, მაგალითად, ძალიან სთხოვდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლების რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ. სავარაუდოდ, არ იყო გათვალისწინებული, რადგან ქორწილები და ნიშნობები ტარდებოდა. გვჭირდებოდა სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილება, რომ მივყოლოდით ამ რეკომენდაციებს, უკვე როგორც სავალდებულოდ შესასრულებელს“. მარნეულის სათემო რადიოს დირექტორი თვლის, რომ COVID-19-ზე საინფორმაციო კამპანია მარნეულში ძალიან გვიან დაიწყო: „თემის გასერიოზულება დაიწყო დაგვიანებით. გუბერნიამ ეთნიკური უმცირესობების ენაზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა ათი დღის წინ. დაიწყეს ინტენსიურად ბუკლეტების ბეჭდვა. ანუ, გამოვიდა, რომ ჩვენ როცა წლებია ვლაპარაკობთ, რომ უნდა მიაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია მათ მშობლიურ ენებზე, რადგან აქ მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა და მერე დავიწყოთ ჭკუის სწავლება თუ ვინ რატომ არ ლაპარაკობს ქართულ ენაზე. მთავარი მიზანი არის ინფორმირებული მოსახლეობა. როცა ამაზე ვლაპარაკობდით, ყოველთვის იყო ასეთი პასუხი: ჩვენ ვცდილობთ, ყველამ ისწავლოს სახელმწიფო ენა, არ გაგვაჩნია დამატებითი რესურსი და ა.შ.. მაგრამ ათი დღის წინ აღმოჩნდა, რომ არსებობს ეს რესურსი, რომელიც თარგმნის და დებს პოსტებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, აგრეთვე არის ფული პლაკატების დასაბეჭდად. ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაცია არის იმის „აფეთქება“, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა. უბრალოდ, ახლა ეს ადამიანის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული და ამიტომაც არის ასეთი მტკივნეული. თორემ არაინფორმირებულ ამომრჩეველზე ვლაპარაკობთ წლებია. ამაზე მუდმივად უნდა ეფიქრა და ემუშავა სახელმწიფოს და დღეს ეს პრობლემა არ დადგებოდა“. კამილა მამედოვა ყურადღებას ამახვილებს ეროვნულ უმცირესობებთან სახელმწიფოს კომუნიკაციის ერთ დეტალზე - დღეს კვლავაც არაერთს ჰგონია, რომ ეროვნულ უმცირესობებთან საკომუნიკაციოდ რუსული ენის გამოყენება კვლავაც აქტუალურია, რაც დიდწილად აღარ არის სიმართლე: „კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებად კვლავ რუსულს რომ გვაჩეჩებენ: საქართველოში ნამდვილად არის ქართული ენის ცოდნის პრობლემა ეთნიკურ უმცირესობებში, თუმცა, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს - საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ახალ თაობას შესაძლებლობაც მიეცა და მან გააკეთა კიდეც არჩევანი, რომ იცოდეს სახელმწიფო ენა. რუსულის, როგორც საკომუნიკაციო ენის აქტუალურობა, როგორც ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში იყო, უკვე ა

XS
SM
MD
LG