Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დააკავეს ოპოზიციის სამი ჟურნალისტი


ბაქოში დააკავეს ოპოზიციის სამი ჟურნალისტი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დევნასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ.

ბაქოში დააკავეს ოპოზიციის სამი ჟურნალისტი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დევნასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ.

როგორც ფრანს-პრესის სააგენტო იტყობინება, პოლიცია შეეცადა დაეშალა აზერბაიჯანის დედაქალაქში შეკრებილი ასამდე მანიფესტანტი. მოხდა ცალკეული შეტაკებები.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აქცია არ იყო სანქციონირებული. ოპოზიციური გაზეთი ”იენი მუსავათის” მთავარი რედაქტორის მოადგილის, ქაბილ აბაზოღლის, სიტყვებით, დამოუკიდებელ გამოცემებზე ზეწოლა გაძლიერდა მას მერე, რაც მმართველი პარტიის ამასწინანდელ ყრილობაზე მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეები ოპოზიციური პრესის კრიტიკით გამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG