Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავები დღეს


შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავები დღეს ბომბავდნენ თორა ბორის მთიან რეგიონს ავღანეთის აღმოსავლეთში.

შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავები დღეს ბომბავდნენ თორა ბორის მთიან რეგიონს ავღანეთის აღმოსავლეთში.
”აღმოსავლეთის ალიანსის” წარმომადგენელმა ჰაზრათ ალიმ ”ასოშიეიტედ პრესს” განუცხადა, რომ მისმა შენაერთებმა ალყა შემოარტყეს მთებში გამაგრებულ ”ალ ყაიდის” მრავალ მეომარს. ალის თქმით, მისმა ჯარებმა დაიკავეს თორა ბორის რამდენიმე მღვიმე და ეძებენ ბინ ლადენს, რომელსაც ბრალად ედება 11 სექტემბრის ტერაქტების მოწყობა. პაკისტანში მოქმედი ”ავღანეთის ისლამური პრესის” ცნობით, ბინ ლადენმა დატოვა თორა ბორა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG