Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შეფასებით, ისრაელის მოქმედებამ პალესტინელთა


გაეროს შეფასებით, ისრაელის მოქმედებამ პალესტინელთა თვითმმართველობის რეგიონებში ვითარება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

გაეროს შეფასებით, ისრაელის მოქმედებამ პალესტინელთა თვითმმართველობის რეგიონებში ვითარება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა.
როგორც ახლო აღმოსავლეთში გაეროს წარგზავნილმა, ტერიე როედ ლარსენმა დღეს იერუსალიმში განაცხადა, პალესტინელებისათვის ეკონომიკური და სოციალური პირობები კრიტიკულ დონემდეა გაუარესებული. ლარსენმა აღნიშნა აგრეთვე, რომ გაეროს შეფასებით, ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ ამბოხის პირველი წლის მანძილზე პალესტინელებმა თავიანთი შემოსავლიდან სამი მილიარდ ორასი მილიონი დოლარი დაკარგეს. იზრდება რადიკალური დაჯგუფებების მხარდამჭერთა რიცხვი.
ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის გადაკეტვას ამართლებს მისწრაფებით, რომ ისრაელის ტერიტორიაზე არ შეუშვას რადიკალური ელემენტები. ხოლო პალესტინელების თვალში ეს ზომები არის კოლექტიური სასჯელი, რომელიც სამუშაოზე სიარულის შესაძლებლობას ართმევს ათი ათასობით ადამიანს.
დღეს ისრაელმა ჯარები და ტანკები გაიყვანა პალესტინელთა თვითმმართველობის რეგიონებიდან: მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქებიდან ნაბლუსიდან და რამალაჰიდან. მანამდე განახლდა პალესტინელებისა და ისრაელის უშიშროების უწყებების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრები.
XS
SM
MD
LG