Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის პარლამენტმა როდრიგეს საა ოფიციალურად


არგენტინის პარლამენტმა როდრიგეს საა ოფიციალურად დაამტკიცა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.

არგენტინის პარლამენტმა როდრიგეს საა ოფიციალურად დაამტკიცა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.
როდრიგეს საა ქვეყანას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ მომავალი წლის 3 მარტამდე უხელმძღვანელებს. საა პერონისტთა პარტიის წევრია. ეს პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. არგენტინის უწინდელი პრეზიდენტი, ფერნანდო დე ლა რუა, ხუთშაბათს გადადგა. მისი გადადგომა მოჰყვა მძაფრ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ხელისუფლებამ ძალით ჩაახშო. ოთხშაბათისა და ხუთშაბათის საპროტესტო გამოსვლებს ორი ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრაციების ტალღა მთავრობის წარუმატებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია. არგენტინის საგარეო ვალი 132 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG