Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლალ


ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლალ კრიშნა ადვანიმ დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა ითხოვა პაკისტანში განთავსებული მუსულმანი ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ,

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლალ კრიშნა ადვანიმ დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა ითხოვა პაკისტანში განთავსებული მუსულმანი ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ,
მაგრამ დასძინა, რომ ინდოეთი მზად არის მარტოც გაუმკლავდეს მათ. [ადვანის ხმა] ”ამჯერად ომი არ იქნება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მსოფლიო ნახავს, რომელი ქვეყანა გვიჭერს მხარს ამ ბრძოლაში ტერორიზმთან. ჩვენ გვინდა ტერორიზმი ჩვენ თვითონ აღვგავოთ პირისაგან მიწისა. თუკი მსოფლიო თანამეგობრობა დაგვეხმარება, კარგი იქნებ. თუ არა – მაშინაც არ დავიხევთ უკან,” – თქვა ადვანიმ. ინდოეთი და პაკისტანი ჯარებს უყრიან თავს საზღვართან, ქაშმირის რეგიონში. იუწყებიან სპორადული ცეცხლის შესახებ ორივე მხრიდან. შეერთებული შტატები დიმპლომატიურ ფრონტზე იღვწის დაძაბულობის ჩასაცხრობად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სატელეფონო კავშირში იმყოფება ორი ქვეყნის ლიდერებთან, რათა შეარიგოს ისინი.
XS
SM
MD
LG