Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ავტომანქანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკში ორ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ავტომანქანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკში ორ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე ტრავმებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. მანქანაში მყოფი რუსი ოფიცრები დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას შეეცადნენ, მაგრამ ერთს ვეღარაფერი უშველეს. მეორე დაზარალებული სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ზუგდიდის რაიონის პოლიციის უფროსის თქმით, ავტომანქანაში მყოფ ოფიცრებს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდიათ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არც ავტომანქანის მძღოლი და არც მისი მგზავრები ნასვამი არ ყოფილან. მომხდარის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG