შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, უარი თქვას ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივ სამხედრო ოპერაციაზე
ევროპის სახელმწიფოებისა და რუსეთის ეს მოწოდება მოჰყვა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად ერაყთან დაკავშირებით არანაირი მოქმედება არ არის გამორიცხული. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ალენ რიშარმა თქვა, ერაყზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ის შეიარაღების ექსპერტთა მიერ სამხედრო ობიექტების შემოწმებაზე დაიყოლიონ. მაგრამ, მინისტრის სიტყვებით, საფრანგეთი გაუმართლებლად მიიჩნევს როგორც შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიას, ისე ერაყის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გაგრძელებას. რიშარმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ევროპა არ იზიარებს კონცეპციას ”ბოროტების ღერძის” შესახებ. (შეგახსენებთ რომ ჯორჯ ბუშმა ”ბოროტების ღერძად” მოიხსენია ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.) ცნობებში მოყვანილია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯოფ ჰუნის განცხადებაც, რომლის თანახმად ბრიტანეთისათვის უცნობია ვაშინგტონის გეგმა ერაყის წინაღამდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა თქვა, რომ ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ცალმხრივი წესით მოქმედების შემთხვევაში, საფრთხეში აღმოჩნდება საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ, ბეირუთში გამოსვლისას, ქებით მოიხსენია ევროპელთა პოზიცია:[ამრ მუსას ხმა] ”ევროპის პოზიცია გულწრფელია, რადგან არ ეფუძნება ისრაელის უპირობო მხარდაჭერას და არ აქეზებს ისრაელის პოლიტიკას- აგრესიას, მკვლელობასა და ნგრევას. ვინაიდან დიპლომატიას არ შეეფერება აგრესიისა და ნგრევის პოლიტიკის მხარდაჭერა. ასე რომ, თუ ევროკავშირი ასეთ პოლიტიკას უპირისპირდება, ეს ჯანსაღი პოზიციაა”.