Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მაიერსი ინდოეთიდან ყირგიზეთს ეწვია


დღეს მაიერსი ინდოეთიდან ყირგიზეთს ეწვია და პრეს-კონფერენციაზე ბიშკეკში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააფართოებს სამხედრო თანამშრომლობას ყირგიზეთთან.

დღეს მაიერსი ინდოეთიდან ყირგიზეთს ეწვია და პრეს-კონფერენციაზე ბიშკეკში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააფართოებს სამხედრო თანამშრომლობას ყირგიზეთთან.
მაგრამ ამერიკელი სამხედროები შუა აზიაში არ აპირებენ სამუდამოდ დარჩენასო. მისივე თქმით, ავღანეთში საომარ მოქმედებათა მსვლელობით იქნება განსაზღვრული შეერთებული შტატებისა და ანტი-ტერორისტულ კოალიციაში შემავალ მის მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყირგიზეთში დარჩენის ვადები. რიჩარდ მაიერსი დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს ასკარ აყაევსა და თავდაცვის მინისტრს ესენ ტოპოევს შეხვდა, აგრეთვე მოინახულა სამხედრო ბაზა აეროპორტ ”მანასში”, სადაც 500-დე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
XS
SM
MD
LG