Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელმა თავისი ჯარი გაიყვანა


დღეს ისრაელმა თავისი ჯარი გაიყვანა ღაზის სექტორიდან.

დღეს ისრაელმა თავისი ჯარი გაიყვანა ღაზის
სექტორიდან.
გადაწყვეტილება ამის თაობაზე წუხელ იქნა მიღებული ისრაელისა და პალესტინელთა უშიშროების უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე.შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა, რომ საზღვარზე, ისრაელსა და პალესტინელთა ტერიტორიებს შორის – ბუფერული ზონა შეიქმნება, რამაც პალესტინელთა მძაფრი პროტესტი გამოიწვია. გაეროს გენერალურმა-მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის შესაძლოა ომში გადაიზარდოს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას – აქტიურად ჩაერიოს ამ კონფლიქტში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უბერ ვედრინმა გააკრიტიკა არიელ შარონის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG