Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი ნუგზარ


საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი ნუგზარ საჯაია შაბათს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი ნუგზარ საჯაია შაბათს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.


საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, სადაც ადრე, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, ათასობით მოქალაქე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სხვა სახელმწიფოთა უშიშროების საბჭოს მდივნები მივიდნენ. როგორც ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა სამგლოვიარო ცერემონიალზე, ”ნუგზარ საჯაია იყო და დარჩება, როგორც სიმბოლო უღალატო, მართალი, უპატიოსნესი, სიტყვის პატრონი კაცისა. ამბობენ, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი წინ აღუდგა ბინძურ, ცილისმწამებლურ ტალღას და თავი გაწირა, სამსხვერპლოზე მოიტანა თავისი სიცოცხლე, საქართველოს, თავისი შვილის, მომავალი თაობების ბედნიერებისათვის”-დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
XS
SM
MD
LG