Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები


ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ ავღანეთში, პუშტუნთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ ავღანეთში, პუშტუნთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო.
“ჰიუმან რაიტს უოჩის” მონაცემების თანახმად, ათასობით პუშტუნი საკუთარ სახლ-კარს ტოვებს. ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში, სადაც პუშტუნები მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ, ისინი სულ უფრო ხშირად ხდებიან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ხშირია უზბეკების, ტაჯიკებისა და ჰაზარელების მიერ მათი ძარცვისა და მკვლელობის შემთხვევები. მხოლოდ ბოლო სამი თვის მანძილზე სამართალდამცავებმა 150-მდე ასეთი დანაშაული დააფიქსირეს. ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით, პუშტუნები ჩრდილოეთ ავღანეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და შურისძიების მსხვეპრლი გახდნენ. თალიბების რეჟიმის პერიოდში პუშტუნებს ხელმძღვანელი პოსტების უმრავლესობა ეკავათ.
XS
SM
MD
LG