Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეტანიაში შეიარაღებულ


ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეტანიაში შეიარაღებულ პალესტინელთა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა ფეხით მოსიარულეებს,

ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ნეტანიაში შეიარაღებულ პალესტინელთა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა ფეხით მოსიარულეებს,
რის შედეგადაც, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიჭრა. ისრაელის ტელევიზიის ცნობით, სამი ტერორისტი ადგილზევე მოკლეს, მაგრამ მეოთხემ, როგორც ჩანს, მიმალვა მოახერხა. ამასობაში, გრძელდება ისრაელის შეიარაღებული ძალების ოპერაცია პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 500-მდე პალესტინელი დღეს ქალაქ ტულკარმთან მდებარე ბანაკიდან, დაკითხვის მიზნით, ისრაელის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. დღესვე ისრაელის ტანკები ბეთლემის მახლობლად მდებარე ჯეიშეჰის ლტოლვილთა ბანაკში შევიდნენ. დილით ისრაელის სამხედრო შვეულმფრენებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების ძალების ობიექტებს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსსა და ღაზის სექტორის სამხრეთში. გუშინ ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარ შეტაკებებს 40-ზე მეტი პალესტინელისა და 6 ისრაელის სიცოცხლე შეეწირა. ფრანს პრესის სააგენტო იუწყება, რომ პალესტინელთა უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ისრაელის ტურიზმის მინისტრის, რეჰავემ ზეევის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პირი. ზეევი შარშან ოქტომბერში მოკლეს.
XS
SM
MD
LG