ჩეჩნეთში რუსეთის ჯარები სპეცოპერაციას აწარმოებენ ურუს-მარტანის რაიონში, სადაც უკანასკნელ ხანებში გახშირდა ჩეჩენ მებრძოლთა მხრიდან თავდასხმები.
ურუს-მარტანი და სხვა დასახლებული პუნქტები ბლოკირებულია. დღეს ურუს-მარტანის რაიონის სოფელ გოიტიში მოკლეს ადგილობრივი უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. ახლახან ამავე რაიონის სოფელ მარტან-ჩუში ფუგასის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის რაიონული სამმართველოს უფროსი და კიდევ ორი მილიციონერი. აჩხოი-მარტანის რაიონის სოფელ ზაკან-იურტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები. მსხვერპლის შესახებ არ იტყობინებიან. ვინ გაუხსნა სოფელს ცეცხლი, ცნობილი არ არის.