ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იან მასარიკის სიკვდილის გარემოებათა ახალმა გამოძიებამ მკვლელობის ვერსია დაადასტურა.
იან მასარიკი – ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ მასარიკის ვაჟი – 1948 წელს გარდაიცვალა. იგი მკვდარი იპოვეს პრაღაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეზოში, ხელისუფლების სათავეში კომუნისტების მოსვლიდან ორი კვირის შემდეგ. აქამდე ოფიციალურად მიჩნეული იყო, რომ იან მასარიკმა თავი მოიკლა ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მაგრამ ახლა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იგი ფანჯრიდან გადააგდეს. მასარიკის მკვლელობის მოწყობაში ეჭვმიტანილი არიან როგორც ჩეხოსლოვაკიის, ისე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები.