Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი მოგვარების ახალი მცდელობებისათვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი მოგვარების ახალი მცდელობებისათვის
საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მომზადების კურსი აიღეს, - იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან.
როგორც რუსეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ეს კურსი, ასევე, ხორციელდება აფხაზეთში საერთაშორისო და არაბი ტერორისტების ყოფნის თაობაზე მუსირებულ ოფიციალური დონის უსაფუძვლო მტკიცებულებების შირმით”.
,,თბილისში სრულფასოვნად უნდა გაითვალისწინონ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მსგავს პროვოკაციულ, უპასუხისმგებლო ქმედებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,ბოლო დროს, თბილისში ბევრს საუბრობენ ტერორიზმთან ბრძოლის სურვილის შესახებ, თუმცა არა მათ წინააღმდეგ, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოსახლეობისა და საერთაშორისო სამშვიდობო პერსონალის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიან და არც სამჯერ ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი რუსლან გელაევისადმი, რომელმაც ოფიციალური ქართული ხელისუფლების დახმარებით, გასულ წელს, კოდორის ხეობაში ბანდიტური რეიდი მოაწყო, ხოლო დღეისათვის საქართველოს ტერიტორიას აფარებს თავს”.
,,საქართველოს ხელისუფლება არ ებრძვის იმ ჩეჩენ ტერორისტებსაც, რომლებმაც გასული წლის 8 ოქტომბერს აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, შემდგომში კი, ისინი საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ხელშეწყობით, ისევ პანკისში გადაადგილდნენ”, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
,,ოფიციალური თბილისის ასეთი ორაზროვნება მის განზრახვებში დაეჭვებას იწვევს, ამასთან, არა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში, არამედ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოწესრიგების საკითხებშიაც”, - ნათქვამია დოკუმენტში.
მასში აღნიშნულია, რომ ,,სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა პრობლემები გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესასრულებლად, მათ შორის არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფებების დაშლის თვალსაზრისითაც, რომლებიც მდინარე ენგურის გასწვრივ ქართული მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ზოლში მოქმედებენ”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე მოვლენების კონტექსტში ნათელია, რომ ეს ფორმირებები საქართველოს ესაჭიროება, რამდენადაც მათი დამნაშავეობრივი გამოხდომებით უფრო იოლია აფხაზურ მხარესთან დაძაბულობის გამძაფრება, აგრეთვე რუს სამშვიდობოთა მისამართით უპასუხისმგებლო ბრალდებების გამოთქმა და მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა”
-ае/mbs-

XS
SM
MD
LG