Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსალოვიაში აღინიშნა ნატოს ავიაციის მიერ


იუგოსალოვიაში აღინიშნა ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის ქალაქების და სოფლების დაბომბვის დაწყების დღე.

იუგოსალოვიაში აღინიშნა ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის ქალაქების და სოფლების დაბომბვის დაწყების დღე.

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ ეს დღეს ეკლესიაში აღნიშნა - ღვთისმსახურებაზე დასწრებით. ეკლესიაში ნატოს ოპერაციის დროს დაღუპულ სერბ ჯარისკაცებს, პოლ]იელებს და მოქალაქეებს მოიხსენიებდნენ.
სერბიის პროვინცია კოსოვოშიც აღინიშნა ეს დღე. ალბანელთა პოლიტიკურმა ლიდერმა რუგოვამ მას დიდი და ისტორიული დღე უწოდა, როცა დაიწყო კოსოვოს თავისუფლება.
სერბიის დედაქალაქ ბელგრადში “რესპუბლიკის მოედანზე” შეკრებილებმა, ცნობის თანახმად, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის მომხრეებმა გამოხატეს დასავლეთისა და ახლანდელი მთავრობის მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება. ზოგ მათგანს სლობოდან მილოშევიჩის სურათი ეჭირა. ამ მსვლელობისკენ მილოშევიჩის სოციალისტურმა პარტიამ მოუწოდა ხალხს. რაიმე ინციდენტი ამ შეხვედრის დროს არ მომხდარა.

XS
SM
MD
LG