ისრაელის ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა შარონმა არაფატს ”თავისუფალი მსოფლიოს მტერი” უწოდა და გამოაცხადა, რომ ისრაელი ომშია ჩართული.
მისივე თქმით, ისრაელი თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე იმყოფება და ტერორთან შებრძოლება და მისი ამოძირკვა ჰმართებს. ამ განცხადების ფონს ქმნის ისრაელის ჯარის მიერ პალესტინელთა ლიდერ არაფატის ალყაში მოქცევა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალას შტაბბინაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები არაფატის უსაფრთხოებით შეშფოთებას გამოთქვამენ და ისრაელის ჯარებს უკან დახევისაკენ მოუწოდებენ. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დღეს, ვიდრე შარონი ზემოხსენებულ განცხადებას გააკეთებდა, თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ისრაელის ორ ქალაქში განახორციელეს თავდასხმები. მათგან ერთ-ერთმა თავდასხმამ სულ ცოტა 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ქალაქ ჰაიფაში. შარონის გამოსვლის შემდეგ პალესტინელთა სამშვიდობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, საებ ერეკათმა ისრაელის ლიდერი ”მშვიდობისაკენ მიმავალი ყველა კარის დახურვაში” დაადანაშაულა.