Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ივნისის შუა რიცხვებში შეიკრიბება


ავღანეთში ივნისის შუა რიცხვებში შეიკრიბება საგანგებო ”ლოია ჯირგა”, რომელიც ქვეყნის მომავალი მთავრობის შემადგენლობას შეარჩევს.

ავღანეთში ივნისის შუა რიცხვებში შეიკრიბება საგანგებო ”ლოია ჯირგა”, რომელიც ქვეყნის მომავალი მთავრობის შემადგენლობას შეარჩევს.
”ლოია ჯირგის”, ანუ დიდი საბჭოს მოწვევა გასული წლის დეკემბერში ბონში გაფორმებული შეთანხმებით არის გათვალისწინებული. დეტალები მისი შემადგენლობის შესახებ გამოაცხადა ”ლოია ჯირგის” მოწვევაზე მომუშავე 21-კაციანი კომისიის თავმჯდომარემ, ისმაილ კასიმიმ. კერძოდ, კასიმის სიტყვებით, ”ლოია ჯირგაზე” თავს მოიყრის 1450 ადამიანი, რომელთაგან 1051 კაცის ვინაობას არაპირდაპირი არჩევნები გამოარკვევს. საბჭოში 160-მდე ადგილი ქალებისათვის არის განკუთვნილი. კასიმიმ აღნიშნა აგრეთვე, რომ ავღანეთის ყოფილი მეფე, მოჰამედ ზაჰირ შაჰი, სავარაუდოდ 16 აპრილს დაბრუნდება ქაბულში. ბონის შეთანხმების მიხედვით, ლოია ჯირგამ 22 ივნისამდე უნდა აირჩიოს გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელიც ძალაუფლებას გადაიბარებს ავღანეთის ამჟამად მმართველი, ჰამიდ კარზაის დროებითი ადმინისტრაციისაგან. ცნობილია აგრეთვე, რომ დროებითი მთავრობა ხელისუფლების სათავეში დარჩება 18 თვე – ამ პერიოდში შეიქმნება მეორე ”ლოია ჯირგა”, რომელმაც ავღანეთის ახალი კონსტიტუციის პროექტი უნდა მოამზადოს.
XS
SM
MD
LG