Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ბიულეტენების


უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ბიულეტენების სამი მეოთხედის დათვლის შემდეგ, ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკი “ჩვენი უკრაინა”.

უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ბიულეტენების სამი მეოთხედის დათვლის შემდეგ, ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკი “ჩვენი უკრაინა”.
მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 22,5-მა პროცენტმა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტია, რომელმაც 20 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. შემდეგ მოდის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მხარდამჭერი ბლოკი სახელწოდებით “ერთიანი უკრაინისთვის” – 13 პროცენტი. 4-პროცენტიანი ზღუდე გადალახეს, აგრეთვე, სოციალისტებმა, ყოფილი ვიცე-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ბლოკმა და გაერთიანებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ უკრაინის ახალ პარლამენტთან ითანამშრომლებს. კენჭისყრას მან “დემოკრატიული” უწოდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ევროპის საბჭოს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი ჰანე სევერინსენი, რომლის განცხადებით, კენჭისყრის პროცედურამ არჩევნების ორგანიზატორთა არაკომპეტენტურობა დაადასტურა.
XS
SM
MD
LG