ავღანეთში პროტესტს იწვევს მთავრობის გეგმა, რომელიც მიმართული ჰეროინის მოყვანის წინააღმდეგ
ავღანეთის პროვინცია ჰელმანდის მკვიდრთა განცხადებით, უშიშროების ჯარის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს რვა გლეხი, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ჰეროინის მოყვანის აკრძალვის შესახებ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ. მოსახლეთა თქმით, წუხანდელი საპროტესტო გამოსვლის დროს 35 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან 12 მძიმე მდგომარეობაშია. ხოლო აღმოსავლეთ ავღანეთში სულ ცოტა 1 ოფიციალური პირი მოკლეს სხვადასხვა თემის ლიდერებმა, რომლებიც ასევე ჰეროინის წინააღმდეგ მიმართული პროგრამის გამო პროტესტს გამოთქვამდნენ. ძალადობის შესახებ იუწყებიან ქალაქ ჯალალაბადიდანაც- იქ ბომბი აფეთქდა მანქანების ესკორტთან, რომელიც თან ახლდა თავდაცვის მინისტრს, მოჰამედ ფაჰიმს. ფაჰიმი არ დაშავებულა, მაგრამ მისი თანაშემწის ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 18 კაცი იმ ადამიანებიდან, ვინც ქუჩაში შეიკრიბა მინისტრთან მისასალმებლად. ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა ვარაუდით, აფეთქებით აშკარად თავდაცვის მინისტრის მოკვლა იყო გამიზნული. ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება ჰეროინის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას, რომელიც ადგილობრივ ლიდერებთან ფაჰიმის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემაა.