თუმცა რუსი სამხედროები იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ, რომ კოდორის ხეობაში სამშვიდობო ძალების ნაწილების გადასხმა 2 აპრილის ხელშეკრულების თანახმად მოხდა და ამგვარი ქმედებები კვლავაც გაგრძელდება.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილები, რომლებიც 12 აპრილს დილით დესანტით გადასხეს კოდორის ხეობაში, 13 აპრილს, საღამოს, ოფიციალური თბილისის მიერ მიცემული ვადის დარღვევით, თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. რუსი სამხედროების ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტს უნდა მოეხდინა: ჯერ ერთი, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის საკმაოდ მკვეთრ პოზიციას, რომელმაც აბსურდი უწოდა რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ხელმძღვანელობის მტკიცებას, თითქოს კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების საპატრულო პოსტის გახსნას 2 აპრილს ხელმოწერილი ოქმი ითვალისწინებდ; მეორე, გაეროში საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, 12 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება, საქართველოში გაეროს სამეთვალყურეო მისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დსთ-ს სამშვიდობო ძალების მეთაურის ბრძანებით, უხეშად იქნა დარღვეული შეთანხმებები, რამაც საფრთხე შეუქმნა სამშვიდობო პროცესის განვითარების დასახულ პერსპექტივას. რუსეთის წინაშე დაისვა სამხედრო შენაერთის დაუყოვნებლივ გაყვანის მოთხოვნა. მესამე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ადმინისტრაცია. პარლამენტარ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვს, კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ტელეფონით დაუკავშირდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე კონდოლინა რაისი. პრეზიდენტ შევარდნაძის პრესსამსახურის განცხადებით, 13 აპრილს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა რამდენჯერმე ისაუბრეს კოდორში ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე.
საბოლოოდ, რუსეთის სამშვიდობო ნაწილების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ევტეევმა კოდორიდან რუსეთის ჯარისკაცების გამოსვლის განკარგულება გასცა. ამ სკანდალის ფონზე ოდნავ კომიკურადაც გამოიყურება ევტეევის განცხადება, რომ კოდორის ხეობის პატრულირებისას დადგინდა ქართული მხარის მიერ კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანის თაობაზე აღებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტები. იგი ამის შესახებ საქმის კურსში გაეროს ჩაყენებას გეგმავს.
ამჯერად კოდორის ინციდენტი შეტაკებების გარეშე დასრულდა. თუმცა, ალბათ, საქართველოს ხელისუფლებიდან ვერავინ იკისრებს პასუხისმგებლობას განაცხადოს, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალშიც არ განმეორდება. შესაბამისად, თუ ქართული მხარე არ მოითხოვს კოდორის ხეობაში დაძაბულობის გამომწვევი პირების გამოვლენასა და დასჯას, კვლავაც მზად უნდა ვიყოთ კოდორიდან შემაშფოთებელი ცნობების მისაღებად.